ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2009


errabunda დაბრუნდა

ცარგვალმა კარედი დაახშო, რა...
რა აკიაფდა პირველი მთიები,
შესრულებული დანაპირები:
ღამემ მერამდენედ დაგვაშორა.

თითოეულ წამს ხელი დაავლე,
გამიხსენე და გაიღება ცის კარედი,
კოცნებს მოგაგონებს შენ ცისკარები,
კოცნებს, რომლებიც ძოწში ვერ დანავლე.

ჩამავალი მზის სხივად მოვალ მიმწუხრებს
დასაბრუნებლად შენგან წასული,
სულ არ წასული და სულწასული...

გზა და სიშორე ნუ დაგამწუხრებს,
იტყვი: "იყო moesta et errabunda,
წავიდა, წავიდა და ისევ დაბრუნდა."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები