ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგობელა
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2009


...როცა ირღვევა სიცოცხლის ზღურბლთან...

როცა ირღვევა სიცოცხლის ზღურბლთან
სიკვდილ–სიცოცხლის ჩუმი სამანი
და მოცახცახე სიცოცხლის სუნთქვად
ყვავილობს ჩემი იასამანი,
გამოვრბივარ და მკრთომარე ტერფებს
ამოაქვს მიწის ცხელი ბელტები.
რად, სიყვარულო, რად არ გსურს შემხვდე,
ამოვალ, შენს გზებს შემოვენთები,
ყაყაჩოსავით მაყრია ყელზე
მზემოყვავილე სისხლის ლერწები,
რად სიყვარულო, რად არ გსურს შემხვდე,
თუ ცისკრის ნამთან შემეფეთები.
... ვხედავ ერღვევა სიცოცხლის სუნთქვას
სიკვდილ–სიცოცხლის ჩუმი სამანი.
გვედრ, სიყვარულო, სიცოცხლის ზღურბლთან
მომგლიჯო შენი იასამანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები