ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
2 აგვისტო, 2009


ნიკას ციგა




ნიკას  ციგა  -  დიდი  ვარცლი,
ცომის  ვარცლი  ბებოსი,
ბაბუმ  ციგად  რომ  აქცია,
ვით  ლირიკად  -  ეპოსი!..  –
მისრიალებს  ფაფუკ  თოვლში,
ახალ  თოვლში,  უვალში…
თოვს  და  ბაბუს  -  ციგის  ,,შოფერს”
უთეთრდება  ულვაში!..
მაგრამ  ნიკა  არც  ამინდს  და
არც  აღმართებს  ემდურის,
რბილ  ბალიშზეც,  როგორც  რაშზე
ჯდომაც  შვენის  მხედრული!
მხედრულადვე  ხელთ  უპყრია
თავის  ციგის  სადავეც,
ნიკას,  ციგას  და  ბაბუსაც
ათოვთ,  ათოვთ  სამთავეს…
უჯავრდება  მხიარულად
ბაბუს  -  გასწი  ჩქალაო!..
ხვნეშის  ბაბუ  ,,დავიღალე!..”
ნიკა  ამბობს  ,,ალაო!”
აღმართები,  დაღმართები,
თოვლში  კოტრიალები
ბლომად  ხვდება  გზად  ნიკალას 
და  უბრწყინავს  თვალები!..
კოტრიალით,  ხითხითით  და 
ნავარდით  და  ჯირითით
რომ  იჯერა  ნიკამ  გული
და  იბრუნეს  პირი  მთით,
ამ  დროს  თურმე  ნიკას  ბებო
მიმორბოდა  კარდაკარ…
მათ  ნახვაზე  გადირია:
-  თქვე  გიჟებო,  სადა  ხართ?!. 
ხოლო  ლოყებატკეცილი
ნიკა  ისე  ხარობდა,
ბებოსათვის  ჯილდოდ  მისი
ახუტებაც  კმაროდა!..

ნიკას  ციგა  სანავარდოდ
ხვალისთვისაც  მზად  არი!
-  ნიკამ  თუ  არ  იციგავა, 
რაღად  გვინდა  ზამთარი?!!


დეკემბერი.  1996.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები