ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 აგვისტო, 2009


A Cancer Survivor -- მე იგი დავამარცხე, (ამერიკელი ქალის ცხოვრების ერთი მონაკვეთი),,

--//

დღეს 2009 წლის  30 ივლისია, ზოგადად,  არაფერი მნიშვნელოვანი  არ ხდება , არც რამე სახელმწიფო დღესასწაულია , არც რაიმე სხვა ღირშესანიშნავი დღე აღსანიშნავად,

თუმცა, ერთ-ერთი ამერიკელი ქალისთვის, რომლის სახელია ლატანია, დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. იგი ჩემი თანამშრომელია, 2 შვილის დედა, ერთ ოფისში გვიწევს მუშაობა.

შარშან ზაფხულის თვეში მას ქონდა კუთვნილი შვებულება. რამოდენიმე თვე გავიდა და იგი არ დაბრუნებულა ოფისში. რომ ვკითხე ჩემს მეორე თანამშრომელს, რომელიც მასთან იყო დაახლოებული,  თუ სად იყო ლატანია, მან დანანებით მომიგო - ლატანიას მკერდის სიმსივნე  (კიბო) აღმოუჩინეს - ო.

ახალგაზრდა ქალი, 31 წლის, - მკერდის სიმსივნე.  რა შოკისმომგვრელი ამბავია, არა?


2008 წლის 30 ივლისს, მას გაუკეთდა ოპერაცია. საბედნიეროდ , დროულად მოხდა აღმოჩენა მისი დაავადების. წკიპზე მოუსწრო მან ვერაგ და სასტიკ დაავადებას.

დღეს კი  2009 წლის 30 ივლისია, კიბოს დამარცხებიდან 1 წლისთავი. აი, რას ავღნიშნავთ სამსახურის ოფისში. ლატანიამ კიბოს დაავადებას სძლია, მან იგი დაამარცხა.

იგი მეორედ დაიბადა, თვითონვე აღნიშნავს, წარმოუდგენელი შოკი იყო მისთვის, როგორც ახალგაზრდა ქალისთვის ეცნობებინათ, შენ გაქვს დაავადება , სახელად - მკერდის კიბო.

რამდენი იმედები, რამდენი მომავლის გეგმები , რამდენი სიახლეები - მას წყალში ეყრებოდა.  თუმცა, მან გამოიჩინა სულიერი სიმტკიცე, გაუძლო ქირურგიულ ოპერაციებს, გაუძლო ქიმიური თერაპიის ხანგრძლივ სეანსებს, გაუძლო იმ შოკს რაც მკერდის კიბოს ერთ-ერთ სიმპომს მოსდევს - თმების გაცვენა. დიახ, მას თმები გასცვივდა, ასევე  შეინიშნებოდა სხვადასხვა ცვლილებები ორგანიზმში . 

დღეს იგი ხარობს, დღეს მას უფრო მეტი ენერგია აქვს მომავლისთვის, იგი აღჭურვილია სულიერი სიმტკიცით და ძალით - მან ხომ კიბოს სძლია?  განა ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში?

ვინმეს თვალებში ჩაუხედია სიკვდილისთვის? რა განცდაა? თითქოს ხელახლა დაიბადეო, ხომ?

სწორედაც,,


დღეს იგი ოფისში , სამსახურში ხვდება ამ დღე და ყველას მასპინძლობს ღიმილით, ხმამაღალი შეძახილებით და სადღესასწაულო  ტორტით, რომელიც მისი დღესასწაულის გამოხატულებაა.

ჩვენ, მისი თანამშრომლები ვიზიარებთ მის სიხარულს, მის აღფრთოვანებას.


არადა, მკერდის სიმსივნე, შეიძლება გამოწვეულ იყოს ძალიან უბრალო მიზეზით. იგი შეიძლება ისე დაიწყოს უმნიშვნელო ცვლილებად,  განვითარდეს და გადაიზარდოს სასიკვდილო  დაავადებად (ავთვისებიანად) , რომ ვერც კი მიხვდეს ქალი, თუკი მას არ აქვს სათანადო ცოდნა და ინფორმაცია ამ საკითხზე.

ნურავის ეგონება რომ ეს დაავადება მას არ დაემართება, რომ სიმსივნე განსაკუთრებული და იშვიათი  შემთხვევაა.  სიმსივნემ არ იცის წლოვანება, იგი ისევე შეიძლება დაემართოს 16 წლის გოგოს, როგორც საშუალო წლოვანებისა თუ ასაკში შესულ  ქალს.

ამერიკაში  მკერდის სიმსივნეს სტატისტიკა ასე გამოიყურება.

-- 2008 წელს დაახლოებით 182 460 ავთვისებიანი სიმსივნეა რეგისტრირებული, ხოლო 67 770 კეთილთვისებიანი.

-- დაახლოებით 40 480 ქალი ამერიკაში სიკვდილისთვის იყო განწირული 2008 წელს. სიკვდილიანობის მონაცემები შედარებით შემცირდა წინა წლებთან შედარებით, ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის ახალი და ეფექტური აღმოჩენების ხარჯზე.

-- ამერიკაში კანის კიბოსთან ერთად, მკერდის კიბო არის ყველზე გავრცელებული სიმსივნეებს შორის. (ყოველი 4 კიბოს შემთხვევიდან 1 შემთხვევა არის მკერდის კიბო).

-- 2008 წლის მოანაცემებით - 2.5 მილიონი ქალმა დაამარცხა მკერდის სიმსივნე.


აი, ესეც ამერიკის სტატისტიკური მონაცემები. სამწუხაროდ საქართველოს მონაცემები ვერ მოვიძიე, თუმცა, ერთ ერთ საიტზე წავიკითხე, რომ ყოველ 100 000 ქალში 50-60 ქალი ავადდება მკერდის სიმსივნითო. (არ ვიცი რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია)



რისკი ქალის მკერდით დაავადებისა ორმაგდება, თუ ქალის უახლოესი ნათესავს (დედა, და, შვილი)  დაესვა მკერდის სიმსივნის დიაგნოზი. 20-30 % ქალებისა, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი დაესვათ, ოაჯახის სამედიცინო ისტორიაში იგივე დაავადება უფიქსირდებათ.


ყველაზე დიდი რისკის ფაქტორები ქალში განუვითარდეს მკერდის სიმსივნე, არის - წლოვანებაში შესვლა, როცა სხეული განიცდის ცვლილებებს. 



არსებობს სიმსივნეს 2 სახე: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.

1) კეთილთვისებიანი სიმსივნე - არ გადაიზრდება ორგანიზმის სხვა ნაწილში მეტასტაზების სახით, მისი მკურნალობა შედარებით  ადვილია და იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ქმინს საფრთხეს ქალის სიცოცხლისთვის.

2) ავთვისებიანი სიმსივნე - ახასიათებს სწრაფი პროგრესირება, ვითარდება ორგანიზმის სხვა ნაწილებში, ცვლის უჯრედებს, საფრთხეს უქმინს ადამიანის სიცოცხლეს.

სიმსივნე ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმის ან მისი ნაწილის უჯრედები იზრდებიან უკონტროლოდ.

ნორმალურ ორგანიზმში უჯრედები იზრდებიან, მრავლდებიან და კვდებიან გარკვეული კანონზომიერების მიხედვით. ადამიანის სიცოცხლის ადრეულ წლებში უჯრედები უფრო ინტენსიურად მრავლდება, ვიდრე მისი მოზრდილობისას. ამის შემდეგ, სხეულის უმეტეს ნაწილებში ხდება მხოლოდ დაზიანებული ან ბოლომდე გამოყენებული უჯრედების `გამოცვლა~.
რადგან სიმსივნის უჯრედები განაგრძობენ ზრდასა და განვითარებას, ისინი არიან არანორმალური უჯრედები. ისინი ნორმალური უჯრედების ხარჯზე ქმნიან ახალ, მსგავს (და მაშასადამე არანორმალურ) უჯრედებს.

კიბოს უჯრედები ხშირად `მოგზაურობენ~ ორგანიზმში, სადაც ისინი იწყებენ ზრდას და ცვლიან ნორმალურ ქსოვილებს. ამ პროცესს ჰქვია მეტასტაზი. ის ხდება მაშინ, როცა სიმსივნის უჯრედები ხვდებიან სისხლის მიმოქცევაში. თუმცა, ასეთ სიმსივნეს მაინც იმ ორგანოს სახელი ქვია, სადაც პირველად გაჩნდა. მაგალითად, თუ მკერდის სიმსივნის უჯრედები გადავლენ ღვიძლზე და მოედებიან მას, ამ დაავადებას მაინც მკერდის კიბო ერქმევა (და არა ღვიძლის).


ყველაზე კარგი ქცევის წესი სიმსივნის კიბოს პროფილაკტიკისთვის, ალბათ იქნებოდა თვითგასინჯვის პრაქტიკის დამკვიდრება.

ასევე, თუკი აღმოჩენილ იქნება რაიმე , თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება მკერდზე და მის არეში, აუცილებლივ, აუცილებლივ ექიმის გასინჯვაა საჭირო.


საქართველოში მკერდის კიბო ისეთივე სერიოზული პრობლემაა,  როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მაგრამ, მათგან განსხვავებით, კიბოს დიაგნოსტირება ხდება არა ადრეულ სტადიაზე, არამედ დაგვიანებულ, III-IV სტადიებზე. აღნიშნული ტენდენცია საგრძნობლად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას და, რაც მთავარია, ზრდის სიკვდილობის მაჩვენებლებს. მკერდის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლის თვალსაზრისით საქართველო მეხუთე ადგილზეა  ევროპაში. ძირითადი მიზეზი კი ინფორმაციის ნაკლებობაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობამ ნაკლებად იცის რომ, ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა.


საქართველსში მე როგორც ვიცი არსებობს პოლიკლინიკები, სადაც რიგდება დაბეჭდილი მასალა თუ როგორ ხდება პროფილაქტიკა ამ დაავადებისა, როგორ უნდა მოხდეს ქალის მიერ თვითგასინჯვა. ეს ბეჭდური მასალა უფასოა.


--\\


დღეს 30 ივლისია, ლატანიას ხელმეორედ დაბადების 1 წლისთავი, იგი ბავშვივით ხარობს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

განა ამაზე უკეთესი განცდა არსებობს? როცა გუშინ - მომავალი ბუნდოვანი იყო, დღეს კი გაქვს საფუძველი გიხაროდეს სიცოცხლე, რომ ტანჯვით სიკვდილი არ მოგიწევს.






July 30 marks my first year of remission from Breast Cancer.  please stop by office on this day at 1215.    I hope you will be able to celebrate this day with me.
Latonya .

30 ივლისს სრულდება 1 წელი რაც განვთავისუფლდი მკერდის სიმსივნისაგან. გთხოვთ, მეწვიოთ ოფისში ამავე დღეს. მე მსურს ერთად ავღნიშნოთ ეს დღე.
ლატანია.
( 2009 წლის  29 ივლისს ჩემს მაილზე გამოგზავნილი წერილი-მოსაწვევი)



ლატანიას, დღეს აცვია სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული მაისური. ვარდისფერი ბაფთა  (როგორც სიმბოლო ქალებისა , გამარჯვებულიები ამ ბრძოლაში)გამოსახულია  მასზე,  ისევე როგორც წარწერა ,  -

Hi, my name is Latonya and I beat Breast Cancer,,


გამარჯობა, ჩემი სახელია ლატანია და მე დავამარცხე მკერდის სიმსივნე,,




მშვიდობიანი დღე :)







პატივისცემით,
განდი.
არწივი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები