ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
8 აგვისტო, 2009


უხილავი ჯადოქარი

ანუ  გაზაფხული

/  წიგნიდან  ,,უხილავი  ჯადოქარი”/


ტოტიდან  ტოტზე  უჩუმრად
უჩინმაჩინი  დაფრინავს…
ბაღები  ააჩურჩულა…
ველზე  იები  გაფინა…

მზეზე  ცის  დროშა  გაფინა
ულურჯესი  და  უზადო…
ტყემლები  ააფოფინა,
ალუჩებს  რაღას  უზამდა!..

ატმებს,  კომშებს  და  ვაშლებსაც
ისეთი  პირი  უჩანდათ…
იმათ  თუ  ვალში  დარჩება,
ნუში  ივარგებს  ნუშადა?!.

ვაზს  შეუბუბბლა  ლერწები
საყვარელფერა  კვირტებით…
ცას  დაუბრუნა  მერცხლები
და  აამღერა  ჩიტები…

ააღუღუნა  მტრედებიც
და  აკაციაც  განაზდა…
ფუტკრებმა  ნექტრის  მტევნები
თაფლად  აქციეს  ანაზდად…

ნეტავ,  ეს  ცელქი  ნიავიც
დღეს  ასე  ამოდ  რატომ  ქრის,
თუ  ხელი  არ  ურევია
იმ  უხილავი  ჯადოქრის?!.

ვინცა  რთავს  ასე  ბუნებას,
მე  ვერ  მასწავლის  ვერავინ!..
ამ  ფარჩა-აბრეშუმების
ვიცი,  ვინც  არის  მკერავი!..

იმისი  გულის  ჭირიმე,
იმის  ღვთიური  ნიჭისა!..
და  ალალ  მისი,  ეს  ლექსიც
ერთი  პატარა  ბიჭისა!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები