ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
10 აგვისტო, 2009


თიკოს ნაძვის ხე

ციკლიდან  ,,ნამდვილი  ამბები  ჩემი  თიკოს  ბავშვობიდან"


ფლომასტერები  ხომ  ყველა  ბავშვის  საყვარელი  სახატავი  იარაღებია,  მაგრამ  მათ  მოვლა  და  მოფრთხიულებაც  სჭირდებათ.  წინააღმდეგ  შემთხვევაში  ან  ნაადრევად  გამოილევა  ან  გამოშრება  მათში  ფერადი  სითხე,
თიკომ  ხატა  და  ხატა,  აფერადა  და  აფერადა  ნაირფერი  ყვავილები,  ბავშვები,  ჩიტები  თუ  აყვავებული  ხეები...  ამასობაში  ახალი  წელიც  მოახლოვდა  და  ერთ  საღამოს  დედიკომ,  მამიკომ,  ძამიკო  ალეკომ  და  თავად  თიკომაც  მათთან  ერთად  ულამაზესი  ნამდვილი  ნაძვისხე  მორთეს  ძველი  და  ახალი  ყველაზე  ლამაზი  სათამაშოებით.  ფერადი  წვიმებიც  არ  დაიშურეს  და  ქვეშ  ბამბის  ,,თოვლიც"  ბლომად  დაუფინეს.  ზედ  კი  წარმოსადეგი,  ხურჯინიანი  თოვლის  ბაბუა  დააყენეს.  თიკო  კი  აბა  რა  მხატვარი  იქნებოდა,  თუ  ასეთი  სილამაზის  დახატვას  არ  შეეცდებოდა!..  ჰოდა  ნახევარ  საათში  მთელ  ოჯახს  თავისი  ახალი  ნამუშევარიც  სიხარულით  მიურბენინა.  ,,აი,  რა  ლამაზი  ნაძვის  ხე  დავხატე!.." 
    ნაძვის  ხე  მართლაც  ლამაზი  იყო,  მის  ქვეშ  თოვლის  ბაბუაც  იდგა  და  პეპი  გრძელი  წინდასავით  კიკინებგაფშეკილი  მწვანეკაბიანი  გოგონაც,  მოზრდილი  ყავისფერი  ყუთით  ხელში.  თიკოს  ხომ  პეპი  ძალიან  უყვარდა  და  ხშირად  აკითხებდა  დედიკოს  მისი  წიგნის  ამა  თუ  იმ  თავს. ნაძვის  ხე  კი  უბრალოდ  ნაძვის  ხე  იყო  და  არა  საახალწლოდ  მორთულ-მოკაზმული  მშვენიერი  ქმნილება...  ,,სათამაშოები  სადაა?"  ჰკითხა  მამიკომ  თვალებანთებულ  გოგონას.  ..აი,  ამ  ყუთში  აწყვია  და  ახლა  უნდ  ჩამოკიდოს!"  ამაყად  უპასუხა  პატარამ...  თურმე  ნუ  იტყვით:  თიკოს  მხოლოდ  ორი  -  ყავისფერი  და  მწვანე  ფლომასტერიღა  დარჩენოდა  და  გამოსავალი  იმით  ეპოვნა,  რომ  ,,პეპისთვის"  სათამაშოებით  სავსე  ყუთი  დაეჭერინებინა  ხელში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები