დავებოტები იისფერ გვირაბში და გამოსვლა არ მინდა დავებოტები, იისფერი ნისლი თითქოს დარბილდა. თითქოს გამოჩნდა შავ–თეთრი კოშკები, სივრცე გარინდა… საათის ქანქარა გაუჩერებლად თეთრს და შავს შორის დარბის და დავებოტები იისფერ გვირაბში და გამოსვლა არ მინდა.
უცნაურია, გვირაბს მზე აქვს, მზეს – იისფერი ნათება. ისე ტკბილია ეს ამბოხი, როგორც ვაშლი და ანათემა, შენი კოცნა, აზრაილის კოცნის მსგავსი და ქრიზანთემა. იისფერ გვირაბში აქა–იქ გაკრთის, მუქი იისფერი, შენი ხატება. უცნაურია, გვირაბს მზე აქვს, მზეს – იისფერი ნათება.
ეს მოგონება ერთ დროს მოგონება არ იყო, დრომ სინამდვილე ნაჯახით ორად გამიპო. ვიცი, შეგიძილია, ეს კოცნა ზღვასავით ნაპირზე გარიყო. გვირაბი თავდება, ნახე, სიფერმკრთალემ რა მიყო! ეს მოგონება ერთ დროს მოგონება არ იყო.
გაქრა შენი ხატება, იისფერ–ნარევი, დასრულდა გვირაბი, ჭკუიდან შემშლელი არევ–დარევით, დილის სიზმარს ვიგონებ, ნამძინარევი. იისფერი დაიშალა, გვირაბს გარეთ დავიარები. გაქრა შენი ხატება, იისფერ–ნარევი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. უცნაურია, გვირაბს მზე აქვს, მზეს – იისფერი ნათება.
უცნაურია, გვირაბს მზე აქვს, მზეს – იისფერი ნათება.
3. საინტერესო ფორმაა გამოყენებული. არ ვიცი რამდენად სწორია ,,დავებოტები". სამაგიეროდ ვიცი, რომ ,,დავაბოტებ" სწორია. საინტერესო ფორმაა გამოყენებული. არ ვიცი რამდენად სწორია ,,დავებოტები". სამაგიეროდ ვიცი, რომ ,,დავაბოტებ" სწორია.
2. შენსა მჭვრეტელსა დავემსგავე მილეულ მთვარეს, ჰოი ამურო მსტყორცნე ისარი :)) შენსა მჭვრეტელსა დავემსგავე მილეულ მთვარეს, ჰოი ამურო მსტყორცნე ისარი :))
1. dzaaaaaalian lamazi leqsia da saocrad melodiuri. lamazad ikitxeba. me momxibla :) dzaaaaaalian lamazi leqsia da saocrad melodiuri. lamazad ikitxeba. me momxibla :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|