ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2009


სამელნე ორისთვის

ბეღურასავით რომ შევასკდი
დახურულ სარკმელს,
შენი ფეხისხმა მეგონა და ქარი ყოფილა,
დგას სექტემბერი
და ქარვისფერ საკმეველს აკმევს
დედიშობილა...
დღეს მარტოობა ტანსრულ ღრუბლებს
წვიმად მოება,
მხოლოდ ლექსები ჩამრჩა მუჭში,
როგორც ნუგბარი;
შენ სულ  "წასვლა" ხარ,
მე კი ვგავარ გარემოებას-
"ტყუილუბრალოდ"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები