 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2009 |
აუ მოდი რა ,სახლი დამიხატე, სადაც მე ვიცხოვრებ, და ამ სახლის წინ დავდგამ ჩიტების სახლს, სამ თიხის ზარს ჩამოვკიდებ, ჩემი შვილების თვალებივით... და მერე მოუხმობენ ისინ ჩიტებს ჩვენი ნარჩენების წასაღებად, და სულ არ იფიქრებენ სულ რაღაც ოცჯერ სამასსამოცდახუთ დღეზე, რომელთა გარდაცვალების შემდეგ, ისინი დაიწყებენ ხოხვას სხვისი ნარჩენების წასაღებად, მაგრამ მათ არავინ დაუკრავს ზარებს, თვითონ იპოვიან გადაღლილი თვალებით , ნარჩენებს და ძებნის ინსტიქტითღ გაგიჟებულები დაუწყებენ ძილს და დავიწყებას ძებნას და ვერ იპოვიან... დაიჭმუჭნებიან და ინანებენ რომ ნარჩენებისთვის უხმობდნენ ჩიტებს... სხვის ტალღებშუა მოექცევიან და ისე გააგრძელებენ ხოხვას, შეაჩვევენ თვალს დაჭმუჭნულ დღეებს და არც მათ გასწორებაზე იოცნებებენ... სიცივისგან გათოშილ ნერვებს გარეთ დატოვებენ და შეიყუჟებიან განაცრისფერებული სარეცლის ქვეშ, წვიმები ისევ დაალაქავებენ წყლის ზედაპირს ზრდადი წრეებით და ამ ყველაფრის მერე გამიჩნდება სურვილი ამ სახლიდან წასვლის, და ვიფიქრებ იმაზე როგორ ჩავუძვრე ღრმად სიზმრებს რომლებიც მაშინებდნენ დღეს კი მათ განმეორებაზე ვოცნებობ, როგორ გავუშიშვლდე მზეს ისე რომ სირცხვილის ინსტიქტმა არ აპოვნინოს ჩემს ხელებს დამალვის სურვილი,და ამყველაფრის შემდეგ, დავდგები შუა ოთახში იმ სახლის რომელსაც შენ დახატავ და ვაბანავებ მზეს ჩემს მკლავებშუა..., ჩემს სამ დანაოჭებულ შვილს ჩემი თმებით დავმალავ და ვეტყვი რომ აღარასოდეს დარეკონ ზარები და აღარასოდეს მოუხმონ ჩიტებს, ნარჩენებისთვის და ისევ ეძებონ, ეძებონ, ეძებონ, სიმშვიდე....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. საინტერესო ლექსია! + საინტერესო ლექსია! +
10. მომწონს.................................................................................................................................... მომწონს....................................................................................................................................
9. აი კიდევ ერტი გენმოდიპიცრებული სამყარო.....:აუ შორისდებულია და ცვეტში კიდევ სლენგია..და პოეზიაში ნორმებიიი?ეტყობა მე ძაან ჩამოვრჩი რავიცი რავიცი:) აი კიდევ ერტი გენმოდიპიცრებული სამყარო.....:აუ შორისდებულია და ცვეტში კიდევ სლენგია..და პოეზიაში ნორმებიიი?ეტყობა მე ძაან ჩამოვრჩი რავიცი რავიცი:)
8. ძალიან :) 555555 ძალიან :) 555555
7. კიდევ ერთი გენმოდიფიცირებული პოეზიის ნიმუში... აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ კიდევ ერთი გენმოდიფიცირებული პოეზიის ნიმუში... აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
6. საშინაო დავალება არაა, მაგრამ არც ქუჩაა, რომ ყველაფერი ვთქვათ და დავწეროთ, რაღაც ნორმა ხომ არის არა? არ არის ლამაზი, თორემ გინდა "აუ" დაწერე და გინდა "ცვეტში"... შენი საქმეა, შენი ლექსია და რასაც გინდა იმას დაწერ ;)
საშინაო დავალება არაა, მაგრამ არც ქუჩაა, რომ ყველაფერი ვთქვათ და დავწეროთ, რაღაც ნორმა ხომ არის არა? არ არის ლამაზი, თორემ გინდა "აუ" დაწერე და გინდა "ცვეტში"... შენი საქმეა, შენი ლექსია და რასაც გინდა იმას დაწერ ;)
5. მითქვამს და გავიმეორებოო მე და იმ სასწავლო ნაწილს შორრის არაფერიც არ მომხდარაოოო:):)აუ რა მართლა აუუუ...ლექსი საშინაო დავალება ხო არარი არააა?ჰოდა მაშინ ესე მოვიდა აუუუ:) მითქვამს და გავიმეორებოო მე და იმ სასწავლო ნაწილს შორრის არაფერიც არ მომხდარაოოო:):)აუ რა მართლა აუუუ...ლექსი საშინაო დავალება ხო არარი არააა?ჰოდა მაშინ ესე მოვიდა აუუუ:)
3. "აუ მოდი რა "
ლექსში ასეთი გამოთქმები არ მიყვარს...
აუ...ვაუ,....და ა.შ.
;) მაგის გარეშე უკეთესი იქნებოდა მგონი. "აუ მოდი რა "
ლექსში ასეთი გამოთქმები არ მიყვარს...
აუ...ვაუ,....და ა.შ.
;) მაგის გარეშე უკეთესი იქნებოდა მგონი.
2. ლამაზია ;;) +2 ლამაზია ;;) +2
1. აღარასოდეს დარეკონ ზარები და აღარასოდეს მოუხმონ ჩიტებს, ნარჩენებისთვის და ისევ ეძებონ, ეძებონ, ეძებონ, სიმშვიდე....
მომეწონა.... აღარასოდეს დარეკონ ზარები და აღარასოდეს მოუხმონ ჩიტებს, ნარჩენებისთვის და ისევ ეძებონ, ეძებონ, ეძებონ, სიმშვიდე....
მომეწონა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|