ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2009


მესამე

მე მოგიყვები ზღაპარს
ერთ თევზზე..
როცა ცურვისას ჩემს ტუჩებს
შენი ყურის ნიჟარაში ჩავტოვებ...
ბგერებს რომელსაც შენი სიზმრის
გრაგნილზე ვკიდებ
ჩვენი შვილის ხმა აქვს...
ამ ზღაპრის ბოლო მიტოვებაა
რომელსაც ყოველთვის  ვიღაც სხვა
კითხულობს და
მერე მე და შენ ვხუჭავთ
თვალებს სხვა
სიღრმეებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები