ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2009


მი(ნებდი)ქარვებს

ვერ გადაეჩვიე წასვლებს და მიქარვებს!
ისევ წახვედი: უღმერთოდ მიქარე.
გული გამიწყალე, ვნება გამიქარე.
ობი გედება, დარდებს სხვა მიქარვებს.
აღარ ვართ ოცნებაზე ფრჩხილის მიკარვებს!
იისფერი ნისლი გულიდან გადავიყარე.
სხვასთან ვარ, წადი, გადაგიყვარე!
სხვა მიგებს, იისფერკოცნანაგემი, კარვებს.

მოგბეზრდა მიამიტ თვალებში ყურება?!
იქნებ მოგინდა რაღაცა მეტი?!
მეტი ლაჟვარდი, მეტი ცა, მეტი
სითბო და მეტი გვირაბი იისფერყურება!
შენი თვალებიდან არყოფნა იყურება.
ლურჯი არყოფნა, პარასკევი და ცამეტი.
და ფიქრობ სიჩუმეს გაადნობ რამეთი?
გეძახი? არ დაიჯერო, მოგეყურება.

ველი სიცარიელეს და ველი არაფრებს.
შეუყვარდათ ერთმანეთი მზეს, ქარს, აფრებს...
აფრებს კი არა, სული სარეცხს ქარს აფენს,
ოცნება ცაში ფრანს აღარ აფრენს.
ხახა დაუფჩენიათ დაძინების ქარაფებს.
ვერ გადაეჩვიე წასვლებს და მიქარვებს!
ისევ წახვედი: უღმერთოდ მიქარე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს