ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2008


"ბრმის მონაყოლი"

მე ჩემს გრძნობას აგიხსნი,
მას შემდეგ რაც გამოჩნდი,
და მოხვედი სანთელით,
მღვიმეში რომ ვიჯექი.

სინესტე რომ წვეთავდა,
სიბნელე რომ ფეთქავდა,
გულის ძგერა გეძახდა,
და თვალი ვერ გხედავდა.

იყო შიში, წვალება,
ებმებოდა ხალისი,
სიტკბო სიმწარეს ცვლიდა,
მაგრამ დაბალ ხარისხით.

მაშინ ხშირად ვფიქრობდი,
მომეცილა ნაღველი,
გავცლოდი ყველა ადგილს,
სადაც მეს შევნიშნავდი.

და როცა გაგიცანი,
როცა უკვე გიგრძენი,
მათბობს შენი ღიმილი,
გულში გამოხატული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები