ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2009


ნაბიჯები ანუ უპასუხო წერილები ქალაქს

სულ
სამი ღერი ასანთი დამრჩა..
ანუ კიდევ სამჯერ მოვწევ,
ან ორჯერ ან სულ არ..
ჩემი მწვანე საწვიმარი ახლა
სხვა წვეთებს ელოდება...
რაღაც მაინც დამრჩა... დამავიწყდა...
უნდა ჩავლაგდე ერთ დიდ ყუთში,
უნდა ჩავეტიო...
მე შენ დაგტოვებ...
და თუკი შევძლებ დაგიტოვებ
მის წყვილ ნაბიჯებს...
მე აღარ მინდა იაროს ჩემში...
შენში იაროს...
შენ მომიტანე სიზმრებში
მერე ხმაური და შუქნიშნების მოლოდინი...
წუთების სიმრავლე და
ცარიელი ყვითელი ვაგონები...
მე დაგიტოვებ იმ სამ სიტყვას,
რომელსაც აწი არავის ვეტყვი,
აღარც დავუწერ..
რადგან სიტყვების სიმარტივე ართულებს მზერებს..
გუშინ დაკეცილ ქოლგას დარჩა სამი წვეთი
შესაშრობად..
მეც რამდენიმე სიტყვა დამრჩა...
გზა-გზა დავტოვებ ჩემი მოგონების ყელსაბამიდან
ჩაწყვეტილ ფიქრებს...
შენი კვირადილის სიმშვიდეს რიტმულად დავითვლი
ფანჯრების მიღმა..
და გადავუსწრებ ყველა ფერს,
ყველა თმის ხვეულს,
ყველა შუადღეს,
ყველა მოლოდინს...
მიტოვებისფრად შევიღებავ თვალის ქვედა ქუთუთოს,
ცრემლების მიზეზი რომ ვიპოვო,
და მერე მოგწერ ვრცელ წერილებს ჩემს
ახალ მარტოობაზე...
დამიმახსოვრე
სადღაც სხვენში რაფაზე მდგომი,
ფრთებს რომ გთხოვ ყოველღამე,
დაბრუნებისთვის...
მოდი დამკიდე ერთხელ შენს თავზე და
მე ვიპოვი მისი მოძრაობას,
და ის დახაზავს სამკუთხედს,
გაიშვიათებული გვერდებით
სადაც სამივე დავეტევით...
და მერე ჩუმად ერთამნეთს გავეპარებით
კიდეებიდან...
მხოლოდ ნიშნულებს დაგიტოვებს სადღაც...
ტბასთან
ან
სკამზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები