ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
20 აგვისტო, 2009


ღორმუცელა გოჭის ამბავი

ჩვენი  გოჭი  დინგმრგვალი
გეგონებათ  ხინკალი...
ოღონდ  -  დიდი  ხინკალი,
ფუთიანი  ხინკალი!

ყურბარტყუნას,  უკისროს,
თვალი  თითქმის  არ  უჩანს...
კუდიც  ერთი  ბეწო  აქვს,
როგორც  ყუნწი  ალუჩას...

დარბის,  ეძებს  სასუსნავს,
ნეკისხელა-ფეხება,
რომ  უყურებ,  გგონია, 
მიწას  არც  კი  ეხება...

დასცინიან  გოჭუნას
მთელი  უბნის  ბავშვები,
,,თავი  გამანებეთო,
აღარ  გეთამაშებით!

ხაჭაპური  რომ  გიყვართ
და  ცხელი  ლავაშები,
არც  მე  მაწყენს  გულაბი
და  შაქარა  ვაშლები!

ან  ლეღვი  და  ატამი
როდის  დამიწუნია?!.
ერთი  ვნახოთ,  თუ  ვინმე
ჩემზე  დაბრაწულია!

ძაან  კი  გავსუქდები
მარტო  თქვენთან  თამაშით!..
შემეჯიბრეთ,  თუ  გინდათ
კამფეტების  ჭამაშიც!.

არ  გეგონოთ  უმადო  -
კვერცხსაც  შევჭამ  უმადო!

მომიტანეთ  ასი  რკო,
ვემზადები  საცირკოდ!''

დაუყარეს  ხურმა  და
გოჭმა  ჭყვიტინს  უმატა...

ტაროც  მისცეს  სიმინდის,
ვერ  გააძღეს  იმით  ის...

დიდ  ბურთს  უგავს  ღიპი  და
მაინც  თვალებს  აცეცებს,
გობს  მოლოკავს  პირწმინდად,
მაინც  ეძებს  ნამცეცებს...

ტოტზე  შემოსკუპულებს
ნერწყვი  მოსდით  ბეღურებს...
მურია  კი  იცინის,
ღორმუცელას  შემყურე...

ის  კი  ამ  დროს  წუმპეში
ჭყუმპალაობს  ნებივრად...
-  ამ  ლექსს  ღორმუცელაზე
ვინ  ისწავლის  ზეპირად?..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები