ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემნა ბედნელი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2009


ჩემი გაზაფხული

მხრები აიჩეჩა ნისლმა შეუვალმა,
მთებზე უსუსური ტანი ჩამოკიდა,
ალგეთს შლეგი სახე ჩადრში შეუმალა
უცებ ჩამორეცხა,
უცებ ჩამობინდდა...
ჭლექით ანთებულმა ელვამ დაახველა -
მიწას, აცრემლებულს, რისხვა დააწია.
ჩქერი ჩქერს ეცა და სულ მთლად გაახელა
სიო მხიარული,
გრილი და პაწია;
უხმოდ გავცქეროდი ქაჩალ ველზე მდგომი,
თავზე დამდიოდა ღვარი წმინდათწმინდა.
ჯადო ძალით, მგონი,
წამრთმეოდა გონი -
თითქოს არ ციოდა,
თითქოს არც მაწვიმდა.
თბილი, მოკასკასე და ფრთამოხატული
მოდის, მოიჩქარის ისევ გაზაფხული...
მოდის გაზაფხული!..
ერთი გაზაფხულიც!..
იქნებ არნახული
ჩემი გაზაფხული!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები