ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ბაბუ
ჟანრი: საბავშვო
22 აგვისტო, 2009


თინა სწავლობს თვლას


-  ერთი,  ორი,  ხომ  იცი?
ორის  მერე  სამია!
- თვლას  ასწავლის  თინიკოს
წლით  უფროსი  ძამია...

- სამის  მერე  ოთხია, 
ოთხის  მერე  ხუთია...
ეჯავრება  სუყველას
მტირალა  და  ბუტია.

ხუთის  მერე  ექვსია,
ექვსის  მერე  შვიდია...
ზარმაცები  სკოლაში
უხალისოდ  მიდიან.

შვიდის  მერე  რვა  არის,
მერე  -  ცხრა  და  ათია...
წუხელ  ტყეში  დათუჩამ
ღამე  თეთრად  ათია...

დაესივნენ  ფუტკრები,
დაუსიეს  თათია...
თურმე,  სადაც  თაფლია,
ის  ფუღურო  მათია...

რა  იცოდა  დათუჩამ  -
განა  დიდი  დათვია?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები