 | ავტორი: ლაკი ჟანრი: პოეზია 24 აგვისტო, 2009 |
ნეტავი ვინ ვარ? დაჭმუჭნული საფეთქლებიდან და წარბებს შორის გაჭიმული ორი ღარიდან, ისევ ის გიმზერთ თუ გაუცვდათ თვალებს სხივები და ჩახლეჩილი ყრუ ძახილით და თამბაქოთი სხვა ხმაზე ვმღერი?! დოლის სიმრგვალე კვლავ მაგიჟებს თუ გიტარის გაზნექილ წელზე ხელის ფათური ისევე მამღვრევს და კვლავ მაგონებს წაქცეულ ფუჟერს, დაღვრილ ღვინოს, მხრჩოლავ სიგარეტს?! ზარის ხმა კარზე შიშით მავსებს თუ „სასაცილო მურაშკებით“ ვინამები, როგორც იმ ღამეს, როდესაც პირველ პაემანზე „არმიბრძანებულს“ შინ მომაკითხეს? ნეტავ, ვინა ვარ? „შენ“ ვინც გიყვარდა, დაეძებდი და პოულობდი... ისევ კარგავდი, ნერვებს უშლიდი და უყვავებდი...თუ ის, ვინც „შენ“- ზე შეყვარებული იყო და რჩება.... რჩება იმ გოგოდ - „მეტიჩარა ქალბატონად“, ვისაც დევების არ ეშინია, მაგრამ დევებთან დედოფლური პატივით ყოფნას, უჯობს სიზმარას ერთ კაპრიზში გასაგნდეს და გარდაიცვალოს.... ნეტავ, ვინა ვარ? მერამდენე მკრთალი ხაზი გამევლო შუბლზე? მერამდენე დარდისფერი თმა შემემატა და საერთოდ , ჩემი ყოფნა ღირს ამდენ ფიქრად? ჩემი - რომელიც ვერც და არის, ვერც დი-დე-და , ვერც ვერავინ იმ ერთის გარდა , შვილი პირველი ანუ პირმშო....და თანაც , ღმერთო, მხოლოდშობილი რომელსაც ჰქვია?... ნეტავი ვინ ვარ? ვარ კი საერთოდ? და თუ ყოფნას სათაური არ ეპოვება, რად ვარ ან საით მივედინები?????????
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. :) nacnobia nametnavad :) kargia :) nacnobia nametnavad :) kargia
9. დაჭმუჭნული საფეთქლებიდან და წარბებს შორის გაჭიმული ორი ღარიდან, ისევ ის გიმზერთ თუ გაუცვდათ თვალებს სხივები და ჩახლეჩილი ყრუ ძახილით და თამბაქოთი სხვა ხმაზე ვმღერი?!
დოლის სიმრგვალე კვლავ მაგიჟებს თუ გიტარის გაზნექილ წელზე ხელის ფათური ისევე მამღვრევს და კვლავ მაგონებს წაქცეულ ფუჟერს, დაღვრილ ღვინოს, მხრჩოლავ სიგარეტს?!
დ. :) დაჭმუჭნული საფეთქლებიდან და წარბებს შორის გაჭიმული ორი ღარიდან, ისევ ის გიმზერთ თუ გაუცვდათ თვალებს სხივები და ჩახლეჩილი ყრუ ძახილით და თამბაქოთი სხვა ხმაზე ვმღერი?!
დოლის სიმრგვალე კვლავ მაგიჟებს თუ გიტარის გაზნექილ წელზე ხელის ფათური ისევე მამღვრევს და კვლავ მაგონებს წაქცეულ ფუჟერს, დაღვრილ ღვინოს, მხრჩოლავ სიგარეტს?!
დ. :)
8. კარგია... :))))))))) კარგია... :)))))))))
7. მერამდენე დარდისფერი თმა შემემატა და საერთოდ , ჩემი ყოფნა ღირს ამდენ ფიქრად?
ვაი რა ჩემნაირი ფიქრია:D
კარგი ვინმე ხარ "მეტიჩარა ქალბატონო" :-* მერამდენე დარდისფერი თმა შემემატა და საერთოდ , ჩემი ყოფნა ღირს ამდენ ფიქრად?
ვაი რა ჩემნაირი ფიქრია:D
კარგი ვინმე ხარ "მეტიჩარა ქალბატონო" :-*
5. ნეტავი ვინ ვარ? ვარ კი საერთოდ? და თუ ყოფნას სათაური არ ეპოვება, რად ვარ ან საით მივედინები?????????
"ყოფნა, არყოფნა, საკითხავი, აი ეს არის:" :) ნეტავი ვინ ვარ? ვარ კი საერთოდ? და თუ ყოფნას სათაური არ ეპოვება, რად ვარ ან საით მივედინები?????????
"ყოფნა, არყოფნა, საკითხავი, აი ეს არის:" :)
4. პროზაული პოეზიაა ეს.ეს ჯანრი უნდა დაემატოს ურაკპარაკს რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები პროზაული პოეზიაა ეს.ეს ჯანრი უნდა დაემატოს ურაკპარაკს რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები
3. "ნეტავი ვინ ვარ? ვარ კი საერთოდ?" - დამიჯერეთ, ამაზე უფრო საინტერესო კითხვებიც არსებობს. მაგალითად, რა ფერის მანიკური უფრო მოუხდება გარუჯულ კანს :) ... ნუ, შეიძლება ამაზეც ვერ იპოვოთ პასუხი, მაგრამ, ჯობს მანიკურები გაუდაუშვათ ფანჯრიდან, ვიდრე საკუთარი თავი, რისი სურვილიც აუცილებლად გაგიჩნდებათ პირველ შემთხვევაში. :)
და ბატონ იმოს ვეთანხმები :) "ნეტავი ვინ ვარ? ვარ კი საერთოდ?" - დამიჯერეთ, ამაზე უფრო საინტერესო კითხვებიც არსებობს. მაგალითად, რა ფერის მანიკური უფრო მოუხდება გარუჯულ კანს :) ... ნუ, შეიძლება ამაზეც ვერ იპოვოთ პასუხი, მაგრამ, ჯობს მანიკურები გაუდაუშვათ ფანჯრიდან, ვიდრე საკუთარი თავი, რისი სურვილიც აუცილებლად გაგიჩნდებათ პირველ შემთხვევაში. :)
და ბატონ იმოს ვეთანხმები :)
2. ეს ალბათ პროზაა, საინტერესოდ დაწერილი, პოეტურად, ემოციურად. სხვანაირად არც პროზა მოეწონება ვინმეს. ემოცია და პოეტურობა არაა პროზისთვის უცხო ხილი. ლექსი კი მაინც ლექსად უნდა დაიწეროს. და ასეც ვაფასებ 5-ზე ეს ალბათ პროზაა, საინტერესოდ დაწერილი, პოეტურად, ემოციურად. სხვანაირად არც პროზა მოეწონება ვინმეს. ემოცია და პოეტურობა არაა პროზისთვის უცხო ხილი. ლექსი კი მაინც ლექსად უნდა დაიწეროს. და ასეც ვაფასებ 5-ზე
1. ძალიან მომეწონა , მაგრამ ეს "პოვილობდი" ჩაასწორე თუ ღმერთი გწაამს :-* ძალიან მომეწონა , მაგრამ ეს "პოვილობდი" ჩაასწორე თუ ღმერთი გწაამს :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|