ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიკო ორბელიანი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2009


ჩემს პოეტს ..... სამ მონატრებად

1
ვერ მოახერხეს სოფლის ქარებმა, ვერ მოახერხეს
შენზე ფიქრისას ღამის პერანგი შემოეხიათ,
ჩემიდან შენში რამდენიმე სუნთქვა ჩავუშვი
და ირეალურ სამყარომდეც ოდნავ მიკლია!

არმოკარებულ, არდანახულ ქიმერად მექცა
მოლოდინების შემხუთველი ნიაღვარები,
დამფრთხალ შველივით მიიმალა სულის ნაკრძალში
ურცხვი ფანტომი სიყვარულის- თავზარდამცემი!

რა არის ცოდვა, და მით უფრო კიდევ სირცხვილი....
ვიარო ასე - როგორც მინდა დამწვარ წვივებით,
გავაფატალე შენს სხეულზე დაუკითხავად
ნაპასუხებად! ლიბრაკრული კითხვის ნიშნები....

მომწონს სისველეც მაწანწალა ხისტი მერქანის-
ზურგზე მემჩნევა ნაკვალევი მცენარის უტყვის...
ვიქნები შენში ჩემზე ფიქრად და ეს ლოდინი
სამოთხისმიღმეთს მგონია უდრის!


2

ზღვიან ქალაქის ლურჯ გობელენებს
გადავაქარგე ფითრად ლოდინი,
არა, არა ჩანს ჩემი სიზმარი-
ტალღა ახეთქებს შლეგად ლოდებზე...

რა ვქნა..... ბედია ალბათ ასეთი-
შენც დაგასიზმრე ჩემი სიზმრები...
უკვე ქაღალდიც კი მენანება
გადაჟღენთილი სველი ფიქრებით....

მაგრამ უტყვია ეს საბრალო, რა ქნას მომითმენს...
მიეთ-მოეთი რამდენისგან აუტანია...
და მეც მათ რიგებს შევუერთდი და
"წერეო, წერე"- ჩემებრის მეტი ვინ უნახია...

ხოდა მეც დავწერ როგორ მიყვარხარ,
კაკტუსის ყვავილს მიგავს იმედი,
ხელებს მისერავს ვერაღებული
ჯვარზე გაკრული სტროფზე სიტყვები.....


3
გაქრა ღირსება, ნუ ეძებ ნურსად,
გაჰყვა ეპოქებს გაბნეულ მტვერად,
მთელი სამყარო შემოიარე
და უიმედოდ დაუშვი მხრები...
გაქრა სინაღდე, ნუ ეძებ ნურსად,
კონფორმისტებად იქცნენ სუყველა,
ჭიქას ჭიქაზე გიჭახუნებენ,
თუმცა უციან რა! უნდათ! შენგან...
გაქრნენ გრძნობებიც, მათაც ნუ ეძებ-
თუ წააწყდები თითო-ოროლას,
შაპიტოს ყალბი ნიღბოსნობისას
ჯალათად დადგა საჭურისობა!
მაგრამ აქა ვარ, და არ გავქრები-
მე- პოეზიამ მიმშობიარა,
ათენასავით ვიცავ ოცნებებს
და არ გაგწირავ დასაღუპავად....
არგამეტების ფრთიან სანდლებით,
მოგყვები უკან, იარე, წერე,
მე შემოგევლე უხელო ნიკედ
და სიყვარულიც შემოგაშველე...
ეს სიყვარული გიჯებირებს ყველგან, ყოველთვის,
ატარე მძიმე! პოეტის! ჯვრები!
სისხლში ამურის ნაისრალიდან
იღვრება, წვეთავს შენი ლექსები....
ხოდა მოიცა, მიმოიხედე-
სახადს მოიხდის სამყარო მალე,
და შენც პოეტო ნაოცნებრებში
გახედნე შენი! პ ო ე ტ ი ს! ვალი.....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები