 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 24 აგვისტო, 2009 |
6. თავად ალექსანდრე ა......შვილის წერილი დედას და ბაბუას..... ძვირფასო, დედა! გწერთ პარიზიდან და დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ თქვენ და საყვარელ ბაბუაჩემს, თავად ალექსანდრეს და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობას აღარ უჩივით. მაქვს პატივი სიხარულით გაუწყოთ, რომ აქ, პარიზში, მე ბედნიერება მქონდა გავცნობოდი ისეთ მშვენიერ ქალიშვილს, რომ გადავწყვიტე მას ხელი ვთხოვო და რადგან შორი გზის ხარჯები საშუალებას არ გვაძლევს ჩამოვიდეთ მანდ, გთხოვთ, დაუსწრებლად დაგვლოცოთ და გვაკურთხოთ ჯვრისწერისათვის. ჩემი საცოლე გახლავთ მარგარიტა დე ლამორე. არ დაგიმალავთ და მარგარიტა მოცეკვავეა, ცნობილი ბალერინაა..... თუმცა წარმოშობას ვერ დამიწუნებთ, მაკიზაა, და თავისი გვარის ერთადერთი მემკვიდრეა. დედა, მენდეთ, ის საოცრად დახვეწილი და კეთილშობილია და ულამაზესი მწვანე თვალები აქვს. დალოცეთ, დედა, ჩვენი სიყვარული და ოჯახი. გიგზავნით ახლახან ერთად გადაღებულ ჩვენს ფოტოსურათს. პატივისცემით, თქვენი ვაჟი, თავადი ალექსანდრე ა........შვილი. პარიზი. 1909 წელი. 22 მაისი. P.S. ეს წერილი ანა ბებოს ჩადებულია აქ, ზუსტად ვიცი, რადგან მარგარიტამ ქართულად კითხვა არ იცოდა.... მას არც ეს წერილი უნახავს არასოდეს...... და საერთოდ 1909 წლის მაისის შემდეგ აღარც თავის მშვენიერ მხატვარ ,,ჯორჯიენ’’ ალექსანდრეს შეხვედრია (როგორც მარგარიტა მას ეძახდა)............ ფოტოც აქვეა....მარგარიტა დგას და ალექსანდრე ზის(იმ დროის ფოტო-უცნაურობა)......მარგარიტას ღია ფერის(ალბათ სალათისფერი!) კოქტეილის კაბა აცვია, ალექსანდრე კი დილის თეთრ კოსტუმშია.... მარგარიტას დიდი შლაპა ოდნავ უჩრდილავს სახეს....ალექსანდრე კი უქუდოდაა და გაწკეპილი, მოდურად შეკრეჭილი ულვაში შვენის....... ჯვრისწერა ჩაიშალა საქმროს უეცარი გაუჩინარების გამო. 1990 წელი 3 აპრილი. (პატარა მარგარიტას მინაწერი)
2009 წელი. აგვისტო.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. არადა ანა ბებო მაიკოს ბებია მეგონა და ეს დღიურები მის ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ჩანაწერები... :) :-* არადა ანა ბებო მაიკოს ბებია მეგონა და ეს დღიურები მის ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ჩანაწერები... :) :-*
11. მათე-მაიკო! ძალიან მიხარია, რაღაც განსაკუთრებულს რომ გვიმზადებ. ძალიან საინტერესო დასაწყისია იმ ეპოქისადმი დამახასიათებელი ლექსიკით. აბა, შენ იცი, შენმა ნიჭმა და შენი საოცარი ლექსების პატრონმაო.... მათე-მაიკო! ძალიან მიხარია, რაღაც განსაკუთრებულს რომ გვიმზადებ. ძალიან საინტერესო დასაწყისია იმ ეპოქისადმი დამახასიათებელი ლექსიკით. აბა, შენ იცი, შენმა ნიჭმა და შენი საოცარი ლექსების პატრონმაო....
10. ის ღამე გამახსენდა მაი,მე და შენ რომ ვიყავით მარტო საიტზე:D
იმედია ახლა მაინც გააგრძელებ:-* ის ღამე გამახსენდა მაი,მე და შენ რომ ვიყავით მარტო საიტზე:D
იმედია ახლა მაინც გააგრძელებ:-*
9. ფოტოც აქვეა....მარგარიტა დგას და ალექსანდრე ზის(იმ დროის ფოტო-უცნაურობა)......მარგარიტას ღია ფერის(ალბათ სალათისფერი!) კოქტეილის კაბა აცვია, ალექსანდრე კი დილის თეთრ კოსტუმშია.... მარგარიტას დიდი შლაპა ოდნავ უჩრდილავს სახეს....ალექსანდრე კი უქუდოდაა და გაწკეპილი, მოდურად შეკრეჭილი ულვაში შვენის.......
ულამაზესი ფოტო...
პ.ს. კიდე თამარის "მაწაკი თვალი" მომეწონა.... :) გაიხარეთ... ფოტოც აქვეა....მარგარიტა დგას და ალექსანდრე ზის(იმ დროის ფოტო-უცნაურობა)......მარგარიტას ღია ფერის(ალბათ სალათისფერი!) კოქტეილის კაბა აცვია, ალექსანდრე კი დილის თეთრ კოსტუმშია.... მარგარიტას დიდი შლაპა ოდნავ უჩრდილავს სახეს....ალექსანდრე კი უქუდოდაა და გაწკეპილი, მოდურად შეკრეჭილი ულვაში შვენის.......
ულამაზესი ფოტო...
პ.ს. კიდე თამარის "მაწაკი თვალი" მომეწონა.... :) გაიხარეთ...
8. საინტერესოა მართლა, გაიხარე მათე ბიჭო საინტერესოა მართლა, გაიხარე მათე ბიჭო
7. ჯვრიწერა ჩაიშალა საქმროს უეცარი გაუჩინარების გამო. 1990 წელი 3 აპრილი.
მათე-ბიჭო, თარიღი ხომ არ აგერია? მგონი 1909 წელი უნდა იყოს! არა? და "ჯვრი-ს-წერა" - "ს" გაკლია...
მაპატიე, მაიკო, ეგეთი მაწაკი თვალი მაქვს... იმ წუთას ვპოულობ შეცდომებს! და პლაჟზე - გახვრეტილ ქვებს... :))))))))))))))) 5 ჯვრიწერა ჩაიშალა საქმროს უეცარი გაუჩინარების გამო. 1990 წელი 3 აპრილი.
მათე-ბიჭო, თარიღი ხომ არ აგერია? მგონი 1909 წელი უნდა იყოს! არა? და "ჯვრი-ს-წერა" - "ს" გაკლია...
მაპატიე, მაიკო, ეგეთი მაწაკი თვალი მაქვს... იმ წუთას ვპოულობ შეცდომებს! და პლაჟზე - გახვრეტილ ქვებს... :))))))))))))))) 5
6. საინტერესოა... პირველი თავები სამწუხაროდ წაკითხული არ მაქვს :( როცა მოვიცვლი წავიკითხავ აუცილებლად.... გაგრძელებას მეც ველი... საინტერესოა... პირველი თავები სამწუხაროდ წაკითხული არ მაქვს :( როცა მოვიცვლი წავიკითხავ აუცილებლად.... გაგრძელებას მეც ველი...
5. მე დოკუმენტური მასალები მეგონა...5555555 გააგრძელე მალე... მე დოკუმენტური მასალები მეგონა...5555555 გააგრძელე მალე...
4. ვახ, რას ქვია არ იციი? არა და რა დამაინტრიგებლად დაიწყეე..... აბა ახლა დროზე, გაგრძელებას ველი! :)) :-* 5 ვახ, რას ქვია არ იციი? არა და რა დამაინტრიგებლად დაიწყეე..... აბა ახლა დროზე, გაგრძელებას ველი! :)) :-* 5
3. არც მე ვიცი , მაგრამ რომ მაინტერესებს ძალიან კი ვიცი .:) არც მე ვიცი , მაგრამ რომ მაინტერესებს ძალიან კი ვიცი .:)
2. ჯვრიწერა ჩაიშალა საქმროს უეცარი გაუჩინარების გამო. დავინტრიგდი ;;) კარგად წერ ;;) სურათი ისე აღწერე,თვალწინ წარმომიდგა ;;) :-* ჯვრიწერა ჩაიშალა საქმროს უეცარი გაუჩინარების გამო. დავინტრიგდი ;;) კარგად წერ ;;) სურათი ისე აღწერე,თვალწინ წარმომიდგა ;;) :-*
1. ესეც მცირედი გაგრძელება...... რა იქნება შემდეგ?....გამოგიტყდებით და თავადაც არ ვიცი.......;) ;) ;) ესეც მცირედი გაგრძელება...... რა იქნება შემდეგ?....გამოგიტყდებით და თავადაც არ ვიცი.......;) ;) ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|