ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ! ნი ნი კო !
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2009


უკვე დიდი ხარ

ღამეს გაათევ სევდიანი, თვალებდახრილი,
დღისით კი ჩუმად უძილობა შემოგიჩნდება,
ეცდები გაჰყვე ამ დინებას ღონემიხდილი,
მაგრამ ეს გული გაკერპდება, გაგულისდება.

ცდილობ გიყვარდეს, გძულდეს, გწამდეს, გენატრებოდეს,
გრძნობებაშლილი დაძრწი ჩუმად ღამეულივით,
ფიქრების გავლით მიადგები დუმილის კბოდეს
და იგივ ფიქრი გამოგასხამს შვებას ფრთებივით.

იგრძნობ მალევე სიზმარივით როგრო მიდიხარ,
აგიკლებს ისევ შენ ბავშვური რწმენა იმ სიზმრის,
გაგეღიმება, უცებ ხვდები-უკვე დიდი ხარ,
მოგიცავს კითხვა: ”ეს რა არსი, საიდან არის?”

პასუხს ვერ გასცემ. . . გული ისევ დარდიანია,
ფრაზები კვლავაც იფარფატებს ნისლის მორევში;
ღამდება ისევ  . . . ღამე ახლა მთვარიანია,
დაგეხმარება გაგიკვლიოს გზა ამ ფიქრებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები