 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 28 აგვისტო, 2009 |
თავი მესამე
ზღვისწულმა ხელი მოხვია გიშრიას და დარბაზიდან გაიყვანა. ლილიამ თვალი გააყოლა. - რა ლამაზი წყვილია, - მიმართა კამბალინას. - დამავიწყდა მეკითხა, შვილი თუ ჰყავთ? - კამბალინა ღიმილით შეაცქერდა ლილიას. - როგორ არა, ვაჟი ჰყავთ, დელფინო. - დელფინო რა სახელია? - დელფინებმა მონათლეს და სახელიც მათ შეურჩიეს. მე მომწონს. “მეფე დელფინო”, კარგად ჟღერს. აქეთ მობრძანდით, აი თქვენი ოთახიც. - კამბალინამ კარი გააღო, რომელიც ნიჟარებით, მოზაიკასავით იყო აწყობილი. ლილია ოთახში შევიდა და გაოცებისაგან აღტაცების შეძახილი აღმოხდა. - თავი ზღაპარში მგონია, - მიმართა ქალთევზას. - სწორედ გგონიათ, ეს ხომ ზღაპარია, სკივრში ნაპოვნი ერთ-ერთი ზღაპარი. - სკივრი ჩემია. მაგრამ სკივრში ამდაგვარი ზღაპარი არ მაქვს, - გაკვირვებულმა მიმართა გოგონას. - ეს ზღაპარი დიდი ხნის წინ დაიკარგა, თქვენ იპოვეთ იგი ზღვის ფსკერზე და იმედია, თავის ადგილზე დააბრუნებთ. თორემ სიტუაცია დღითიდღე იძაბება და საბოლოოდ შეიძლება პატარა ზღვა საერთოდ განადგურდეს. თქვენ ხომ ლილია ბრძანდებით? - დიახ, დიახ ლილია გახლავართ, მეც მიკვირდა, ზღაპრების სკივრი მემკვიდრეობით მერგო, სადაც 365 ზღაპარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი აკლდა. მთელი ცხოვრება 365-ე ზღაპრის ძებნას მოვანდომე და აი, შემთხვევით წავაწყდი. რა ბედნიერებაა. - შემთხვევით არაფერი ხდება, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა კამბალინამ. - ახლა დაისვენეთ, ხვალ მძიმე დღე გველის. - გიშრიას მსახურმა ლილია ოთახში დატოვა და კარი მოუხურა. ლილიამ აქეთ-იქით მიმოიხედა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: “მთელი ცხოვრება ზღაპრებში გავატარე. ზღაპარში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ასეთი უცნაური სილამაზის ოთახში ღამე არ გამითევია”, გაიფიქრა ლილიამ. ჭერი აქაც ზღვისა იყო. საწოლი და კარადა თეთრი მარჯნისაგან დაემზადებინათ და თვალ-მარგალიტით მოერთოთ. ოთახში ნათურები არ ჩანდა. სინათლე კედლებიდან გამოსჭვიოდა. უფრო სწორედ, კედლების ზედა ნაწილი ფოსფორისფრად ანათებდა და ოთახს, კიდევ უფრო მატებდა ზღაპრულ იერს. საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ სადღაც შორიდან, ზღვის ყრუ შხუილი ისმოდა. სულ არ ეძინებოდა ლილიას, მაგრამ როგორც კი საწოლს მიუახლოვდა და წამოწვა, თითქოს სადღაც ჩაიძირა და მკვდარივით დაეძინა. გათენებისას, ძილ-ბურანში ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ჰამაკში იწვა და ვეღაც უხილავი არსება მსუბუქად არწევდა. მაგრამ ნელ-ნელა რწევამ იმატა და საკმაოდ არასასიამოვნო, უფრო სწირედ შიშის გრძნობა დაეუფლა. - ლილია, ჩქარა ადექი და გამომყევი, - უკვე გაღვიძებულს ჩაესმა კამბალინას ხმა. - რა მოხდა, რატომ ირხევა ყველაფერი? - ჰკითხა ქალთევზას. - რაც თავი მახსოვს, პატარა ზღვა პირველად აღელდა. არა და დღეს ჩვენს მეფეს წვეულება უნდა ჰქონოდა. თქვენვის არაფერი უთქვამს, “მინდა, სასიამოვნოდ გავაკვირვოო”. - ვინ ჰყავდა მოწვეული? - საქარიის დიდგვაროვნები, თავიანთი ოჯახებით. - ქანელიც? - გახარებულმა იკითხა ლილიამ, რადგანაც ქანელი განსაკუთრებულად უყვარდა. - დიახ, ქანელიც ცოლ-შვილით. იანგული და ზევახი უკვე მოვიდნენ. მოვიდნენ და ზღვაც აღელდა. დანარჩენები მოახერხებენ მოსვლას თუ არა, არავინ იცის. - ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა აღელვებული ქალთევზა. - ჩქარა, ზღვისწულს შემახვედრე! - მიმართა ლილიამ ზღვის გოგონას. - კამბალინა სწრაფად გასრიალდა, ლილიაც სირბილით მიჰყვა და დარბაზში შევიდა, სადაც ზღვისწული იანგულსა და ზევახს ხმადაბლა, მაგრამ აღელვებული ესაუბრებოდა. მამკაცებმა მოიხედეს. - ლილია, - ერთხმად წამოიძახეს იანგულმა და ზევახმა. - ლილია, სიზმრის ქვეყნის ანგელოზო, უფრო სწორედ, ჩვენო ანგელოზო, აქ საიდან მოხვდი? - ლილია ახალგაზრდებს მიუახლოვდა და რიგრიგობით გულში ჩაიკრა. - რა ხანია სკივრიდან დაკარგულ ზღაპარს დავეძებ და აი, მივაგენი კიდეც, მაგრამ აქ იმდენად კარგია, რომ სკივრში დასაბრუნებლად მენანება. - სცადა გახუმრება სიზმრის ანგელოზმა. შემდეგ ზღვისწულს მიმართა. - მეფეო, მე მგონი მივხვდი რაც მოხდა. - რა ხდება ლილია, ჩქარა მითხარი. - მთების გადაღმა რომ ახალი ტბაა, რა მდგომარეობაშია? - ის ტბა, ნელ-ნელა დაშრა და მხოლოდ სილაღა იყო დარჩენილი. ამას-წინათ კი მონჩომ მოიტანა ამბავი: ახალი ტბის სილიდან, მწვანე ფერის, ცეცხლნარევი კვამლი ამოიფრქვა და ღმუილის მაგვარი ხმით, ელვის სისწრაფით გადაურბინა მთებს და გაუჩინარდაო. - ევპრისი, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლილიამ. - ევპრისი? ევპრისი ხომ დაიღუპა, - ერთხმად წამოიძახეს მეგობრებმა. - ეტყობა არ დაღუპულა. დედამისი გამოიხსნიდა ქალი-ყინვას მკლავებიდან. თუმცა, - უცებ ლილიას გაახსენდა, რომ სკივრი ბოქლომით არ ჰქონდა დაკეტილი. 365-ე ზრაპრის ძებნაში, სკივრის დაკეტვა გადაავიწყდა. ევპრისმა, იგივე კაცი-გველმა, იგივე მწვანე ურჩხულმა, ისარგებლა ამით და დედამისის დახმარებით თავი დააღწია იმ დაწყევლილ ტბას. უცებ სად იყო სად არა, დარბაზში პეპელა შემოფრინდა, ყურში რამოდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა ლილიას და გაუჩინარდა. - ყველაფერი ჩემი ბრალია და მე თვითონ უნდა გამოვასწორო ეს შეცდომა. - ლამის ტირილით წარმოსთქვა მან. - სკივრი რომ დამეკეტა, ევპრისი ახლაც ტბის ფსკერზე იწვებოდა. სკივრი როდესაც დაკეტილია, ზღაპრებს სძინავთ. როგორც კი სკივრს ვაღებ, ზღაპრების გმირები იღვიძებენ და მათი ცხოვრებაც გრძელდება. ასე რომ, კაცი გველის გაცოცხლება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დაუდევრობის ბრალია. - ახლა რა ვქნათ? - იკითხა ზღვისწულმა. - პირველ რიგში გიშრია და დელფინო გადამალე, გაქვს საიმედო თავშესაფარი? - როგორ არა, გამოქვაბულებიც მაქვს და გვირაბიც გავიყვანე გიშრიას თხოვნით ზღვის ფსკერიდან სოფლამდე. ამ გვირაბით ხანდახან თავისი ახლობლების სანახავად დადის. სოფელში ერთი-ორჯერ მეც ვიყავი. ძალიან სასიამოვნოა მიწაზე ცხოვრება. - მეოცნებე სახით გვიხსნიდა ზღვისწული. - კარგი, კარგი გასაგებია. მონჩო, ქალები და ბავშვები გვირაბში შეიყვანე და სიტუაციის მიხედვით ან სოფლისაკენ წახვალთ, ან უკან მობრუნდებით. - სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ლილიამ, რომ დარბაზში გრძნეული ეფროსი და ვამეხი შემოვიდნენ. - რა ხდება, რა დაძაბულობაა? - გაკვირვებით იკითხეს სტუმრებმა, - ლილია, შენც აქა ხარ? - აქა ვარ ჩემო ძვირფასებო, თანაც სრულიად შემთხვევით. - არა ლილია, შენ ყოველთვის იქა ხარ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდები ადამიანს. - გახარებული გადაეხვია გრძნეული. - ახლა მომიყევით რაშია საქმე. - კაცი-გველი ტბიდან ამოსულა, ახლა სად არის არ ვიცით, მაგრამ სადღაც ახლოს უნდა იყოს. - კაცი-გველი? - შეუძლებელია, - შესძახა ეფროსმა. - როგორ ვერ მოვერიე იმ გველის წიწილს. ეს სულ ეფმადორას ოინები იქნება. - მეც ასე მგონია. უფრო მეტიც, ვფიქრობ კაცი გველი იანგულზე ნადირობს. - მიმართა მამაკაცებს ლილიამ. ყველამ იანგულისაკენ გაიხედა. სახეზე შეშფოთება დაეტყოთ. - რას გვირჩევ ლილია? ვგონებ სწრაფი მოქმედება გვმართებს. - წარმოსთქვა აღელვებულმა ეფროსმა. ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა. - იანგულ, კაცი-გველი მამაშენს, მეფე აბესალს ემტერებოდა, მისი განადგურება და საქარიის ხელი ჩაგდება სურდა. აბესალმა დაგვტოვა, ამიტომ ახლა მისი სამიზნე შენ ხარ. სიზმრის ქვეყნის ერთ-ერთმა ანგელოზმა შემატყობინა, კაცი-გველს ურჩხულების დიდძალი არმია შეუკრიბავს და იმედი აქვს, რომ საქარიას სამუდამოდ დაიმონებს. მე შემიძლია შევიტყუო კაცი-გველი სიზმრის ქვეყანაში, სადაც ჩემი დედოფალი შესძლებს მისი რამოდენიმე დღით დაძინებას. თქვენ კი ამასობაში ბრძოლისათვის მოემზადებით. იანგულ, სამწუხაროდ სატყუარა შენ უნდა იყო, მომყევი. ზღვისწულო, შენი დახმარება დასჭირდებათ საქარიელებს. ეს შენი ბრძოლაა, ჯარს შენ უნდა წარუძღვე. - ლილიამ და მეფე იანგულმა დარბაზი დატოვეს და ზღვიდან ხმელეთზე გადმოვიდნენ. - მეფეო, ხელი ჩამკიდე. - მიმართა ქალმა იანგულს. ფრთები გაშალა, სწრაფად აფრინდა და მეფე იანგულთან ერთად გეზი სიზმრის ქვეყნისაკენ აიღო. ლილიამ უკან მოიხედა. შორიდან ღმუილ-ყმუილით ცეცხლნარევი, მწვანე ფერის კვამლი უახლოვდებოდათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რა კარგია ზღაპრები. . . რა კარგია ზღაპრები. . .
8. ჭერი აქაც ზღვისა იყო. საწოლი და კარადა თეთრი მარჯნისაგან დაემზადებინათ და თვალ-მარგალიტით მოერთოთ. ოთახში ნათურები არ ჩანდა. სინათლე კედლებიდან გამოსჭვიოდა. უფრო სწორედ, კედლების ზედა ნაწილი ფოსფორისფრად ანათებდა და ოთახს, კიდევ უფრო მატებდა ზღაპრულ იერს. საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ სადღაც შორიდან, ზღვის ყრუ შხუილი ისმოდა.
ულამაზესი ოთახია... მართლაც მომაჯადოვებელი... ჭერი აქაც ზღვისა იყო. საწოლი და კარადა თეთრი მარჯნისაგან დაემზადებინათ და თვალ-მარგალიტით მოერთოთ. ოთახში ნათურები არ ჩანდა. სინათლე კედლებიდან გამოსჭვიოდა. უფრო სწორედ, კედლების ზედა ნაწილი ფოსფორისფრად ანათებდა და ოთახს, კიდევ უფრო მატებდა ზღაპრულ იერს. საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო, მხოლოდ სადღაც შორიდან, ზღვის ყრუ შხუილი ისმოდა.
ულამაზესი ოთახია... მართლაც მომაჯადოვებელი...
7. საინტერესო ზრაპრული სამყაროა... ბავშვებს მოაჯადოებს თქვენი ზრაპრები...5 საინტერესო ზრაპრული სამყაროა... ბავშვებს მოაჯადოებს თქვენი ზრაპრები...5
6. გილოცავ მარიამობას! გილოცავ მარიამობას!
5. ვერ ჩავუჯექი თქვენს ზღაპრებს,მინდა ბავშვობაშ დავბრუნდე და ვისიამოვნო,მაგრამ დრო არ მყოფნის... მინდა მარიამობა მოგილოცოთ.გფარავდეთ მუდამ.პატივისცემით ვერ ჩავუჯექი თქვენს ზღაპრებს,მინდა ბავშვობაშ დავბრუნდე და ვისიამოვნო,მაგრამ დრო არ მყოფნის... მინდა მარიამობა მოგილოცოთ.გფარავდეთ მუდამ.პატივისცემით
4. გილოცავ მარიამობას! აი, თურმე სად ყოფილა დელფინო!... კიდევ კარგი გაიგონა თაიას ხმა! 5 გილოცავ მარიამობას! აი, თურმე სად ყოფილა დელფინო!... კიდევ კარგი გაიგონა თაიას ხმა! 5
2. მარიამობას გილოცავ, გაიხარე მარიამობას გილოცავ, გაიხარე
1. მოგესალმები და დღევანდელ დღეს გილოცავ, ნანა! დიდ ბედნიერებასა და დიდ წარმატებებს გისურვებ! მოგესალმები და დღევანდელ დღეს გილოცავ, ნანა! დიდ ბედნიერებასა და დიდ წარმატებებს გისურვებ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|