ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2009


ზიხარ ზღვისპირას

თმა - ნაცრისფერი, შიგადაშიგ შავი-ხრიოკი,
ღია თაფლისფერ თვალებიდან მოგაქვს ფიასკო,
ზიხარ ზღვისპირას, სტრეს და მერე ნერვებს იოკებ,
შენი აურა ორად გულს და მერე ნიავს ჰყოფს.

დაძაბული ვარ, მოიკოჭლებს ჩემში თალია,
სამწუხაროა არ გიზიდავს ვხედავ ”ბავშვები”,
ჩემში მუზა და შენში კიდევ ორი ქალია,
ორი ქალია... ორივეთი მეთამაშები.

ზიხარ და უკვე გეფიქრება ლექსზე ამავე,
მზემ ისე ფრთხილად შეახო ზღვას მისი ბაქანი,
რომ ზღვამ ინატრა (მეც ვინატრე) მალე დაღამდეს...
სანაპიროა, სისველეა ქვებზე აქა-იქ,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები