....შინ დაბრუნებულს მუდამ გამირბოდა თვალი საკუთარი ფანჯრისკენ.განათებულ სარკმელს ველოდი მუდამდღე,მაგრამ ხშირად სიბნელე მხვდებოდა,რომელიც ჩემს სულში გადმოდიოდა.გულდაწყვეტილი ვიმეორებდი მ.ფოცხიშვილის ლექსს: სულ ორად ორი სიტყვისათვის დავთმობდი ახლა და დავტოვებდი ყველაფერს უცებ ვიყიდდი ბილეთს,-უკანასკნელი მატარებლით ჩავიდოდი სოფელში მშვიდად... გადავირბენდი მწვანე კოინდარს, სულმოუთქმელად შევაღებდი ძველებურ ჯარგვალს, რომ კიდევ ერთხელ გამეგონა:"მოხვედი,შვილო?" თუმცა ყოველი თვის ბოლოს მიგზავნიდა თავის ნაოფლარს თუ მეზობლის,თუ სრულიად უცხო პირის მეშვეობით.თვალწინ მიდგებოდა, როგორ ეაჯებოდა თითოეულს,უარი არ ეთქვა დახმარებაზე,რომ მე ულუკმაპუროდ არ დავრჩენილიყავი,"შიმშილით სული არ გამძვრომოდა".გულისფანცქალით ვხსნიდი ,ვიშველიებდი ფრჩხილებს,კბილებს,მაკრატელს საგულდაგულოდ დაგმანულ დედისეულ ნობათს:პარკი-პარკში,კიდევ პარკში,კიდევ...მეგონა არასოდეს დასრულდებოდა მისი თითებით შეკრული მეზღვაურის ნასკვები.წერილი მუდამ ახლდა გზავნილს-რჩევებით,ლოცვით და სითბოთი გაჯერებული.ცეცხლი მეკიდა ხელებზე,რომლითაც წერილი მეჭირა ხოლმე.დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ჭირდა წინადადებების გარჩევა,მის ზურმუხტისფერ თვალებს ძალა აკლდებოდათ,იშრიტებოდნენ.თუმცა ცრემლის კვალი მაინც ემჩნეოდა ნაწერს.წერილში ზიგზაგი ხაზები,მრუდეებიც ერეოდა.მათ დანახვაზე გული მეწურებოდა:ეს ჩემი ბიჭი მითვლიდა მოკითხვას თავის ენაზე. ბოლოს აუცილებლად ჩამონათვალი იყო რას მიგზავნიდა ბებია და შვილიშვილი:"დედა გენაცვალოს,ქფილში ორმოცი კვერცხია,მეტი ვერ გადავირჩინე, ბაღანას მშიერს ხომ არ ვატარებ!"ბაცუკა" ცოტას იწველება,შენი შვილი ყოველ შებინდებისას ხბოსავითაა ბოსელთან დადარაჯებული,ამიტომ ერთი წველა ყველი იკმარე ამ ჯერზე,დედალი სამია,მაცივარში შეინახე და გამოიზოგე.ხილს გიგზავნი,ცოტას. ვიცი არ იზაფრები, მარა ნუ გააფუჭებ,მეზობელს მაინც მოუკითხე.ჭკუით და კიდევ ჭკუით.გკოცნით..."მაცოფებდა და მაღიმებდა: ვინ ოხერი იკადრებდა და კიდევ იწვალებდა ამ სასწაულად შეფუთული გზავნილის გახსნაზე! ყოველ დედას რომ შვილისთვის კარგი უნდა, გვიან მივხვდი მეც და ბევრი ჩემი მეგობარიც.დედის ყურადღებით გაბეზრებული(ასაკი იყო ისეთი)-საბავშვო ბაღიდან ჩემთან ერთად გაზრდილი ,შემდეგ კლასელი და განუყრელი მეგობარი მახვედრებდა სინათლეს და სითბოს ინსტიტუტიდან დაბრუნებულს.მე მარტოობა მძულდა,ის ჩემთან პოულობდა შვებას-ერთი ამოსუნთქვით მიყვებოდა ქალბატონი-დედის პრეტენზიებს და იცით რაში გამოიხატებოდა?მოთხოვნაში-ერთად ეცხოვრათ:დ ე დ ა შ ვ ი ლ უ რ ა დ! ადრე დაქვრივებულ ქალი თავდაუზოგავად შრომობდა,რომ მის ორ შვილს ობლობა არ ეგრძნო.ცხოვრებისაგან გაწვალებულს მხოლოდ სურდა მათ გვერდში ყოფნა,მაგრამ გოგონები გამზრდელ"ბაბუტას" მარტო დასატოვებლად ვერ იმეტებდნენ და იყო ერთი გაწამაწია:წამოდი-არწამოვალ,რძალ-დედამთილის ლანძღვა-შეურაცხყოფა.ხშირად ამ დავიდარაბას მოჰყვებოდა ის,რომ მოთმინების ფიალაავსებული გოგო სახლის კარს გაიჯახუნებდა და მე მიწევდა მისი მეგობრებთან კარდაკარ ძებნა და ხვეწნა-სახლში დაბრუნებულიყო.ახლოს ცხოვრობდა და პირველად ჩემთან მოსავათდებოდა დედაქალბატონი.მუდარით ხვეწნით და ცრემლებით ბევრჯერ წამოვუგდივარ ლოგინიდან. მეც სხვა რა ძალა მქონდა,უსიტყვოდ ვუსმენდი პატიების თხოვნაგარეულ სიტყვებს,ვიცვამდი ტანთ და მივდიოდი ნერვებ და გზაარეული მეგობრის საძებნელად.თუმცა თითქმის ყოველთვის ზუსტად იმ კარს მივადგებოდი ხოლმე, სადაც გულაჩუყებული,ცრემლებმორეული იჯდა და თხრობდა მშობლის გულქვაობაზე.უსიტყვოდ მივდიოდი საძებრად მეთქი,ვთქვი.მართლაც არაფერი მქონდა სათქმელი,რადგან ბევრჯერ მეც გამიჯახუნებია კარი,მეც ვუძებნივარ იგივე მას.იცით რითი იყო ეს გამოწვეული?ყურებამდე გახლდით შეყვარებული,ბატონებო და ლექციაზე ჯდომას,შინ დროზე მისვლას,ქუჩა-ქუჩა დაუსრულებლად ხეტიალი გვერჩივნა.ოცნება,იმედები იყო ჩვენი თანმხლები და არ გაგიკვირდებათ ალბათ,ხან მე მივყვებოდი"საყვარელი ფანჯრების"თვალის შესავლებად,ხან ის მომყვებოდა სანატრელი ქუჩის სატკეპნად.დრო კი შეუჩერებლივ მიჰქროდა,სახლში დაბრუნებულს,დაგვიანებულს დედა თავისთავად განრისხებული მხვდებოდა.ეს მანამ,სანამ სათავისოდ გააგრძელებდა ცხოვრებას. დედა-შვილის ერთ-ერთი,მორიგი უთანხმოება მწარე მოგონებად დამრჩა,თუმცა აქამდე არც გამხსენებია,უფრო სწორად არ ვიხსენებდი იმ კოშმარს, რაც მიზეზი გახდა 18 წლის ასაკში თვითმკვლელობაზე მეფიქრა. აკანკალებული,ათრთოლებული ლამის მუხლებში ჩამივარდა დედა -ქალბატონი:"ოღონდ ახლა მომეხმარე,მაპოვნინე,მართლა არაფერი დაუშავებია,ჩემი ბრალია,დაუმსახურებლად ვაწყენინე.მარტო შენ წამოგყვება ვიცი,მიშველე,ღმერთი გიშველისო".გვიანი ღამე იყო,მეგზურად თავისივე მეზობელი,მის შვილთან ერთად გაზრდილი გამომაყოლა,მარტო გოგო ქუჩაში გასაშვებად ვერ გამიმეტა. დიდხანს მოვუნდი მეგობრის შეგონებას,შინ წამომყოლოდა,მასპინძელი გოგონაც ურჩევდა დაყოლიებას.უხერხულად კი გრძნობდა თავს,შევატყვე,როცა გვისტუმრებდა.თენდებოდა, მშობელს მივგვარე.შრომა დამიფასდა,კინაღამ თავი მოიკლა:მარტო როგორ გაგიშვაო და ისევ მეზობელმა ითავა ჩემი სახლში გაცილება.ენდობოდა.გასავათებულს,წინააღმდაგობა არ გამიწევია.სახლამდე ფეხით რვა წუთი მჭირდებოდა,მანქანით ერთი წუთიც მეტი იყო,მაგრამ დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვდგებოდი,ამას თან ერთვოდა გაყინული კიდურები და უძილობა.ამ მდგომარეობაში შვიდი წუთი ჩემთვის შვიდ საათს უდრიდა. არაფერია იმაზე სასტიკი,როცა შენი უმწეობით სარგებლობს ვინმე.რამხელა ძალა გეძლევა,როცა საფრთხის წინაშე დგებით შენ და შენი პრინციპი:ადამიანს არ ეღალატება. გააფთრებული იბრძვი.ძალა გეცლება და და სწორედ მაშინ ხდება "სულერთი"ყველაფერი,აღარ გინდა სიცოცხლე.თუ დროზე მოეგნენ გონს,ხომ კარგი,თუ არადა რამ გადაგადგმევინა სასიკვდილო ნაბიჯი-შენს მეტს არავის ეცოდინება. ყოველ ადამიანში ცხოვრობს ფარულად ლომიც და მშიშარა თაგვიც. ...ჩემში დანახული ლომის შემდეგ თაგვად ქცეული არსად მინახავს,ხსენებით იმ დღესვე ვახსენე.ადამიანი,რომელიც გაღმერთებული მყავდა,ყურადღებით,სახეწაშლილი ისმენდა ჩემს თავს გადახენილ ამბავს.მიუხედავად ჩემი ნაგვემობისა,ამაყი ვიყავი,რადგან იმ წუთებში მე მის სიყვარულს,ვიცავდი,მხოლოდ მისთვის მინდოდა "ჩემი მე."ვიბრძოლე და გავიმარჯვე.სხვანაირად ვერც წარმომედგინა,სხვანაირი ვერც ვერასოდეს გავბედავდი მის ნახვას,მიუხედავად იმისა,რომ მე მსხვერპლი ვიყავი,ნდობას მსხვერპლად შეწირული,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩენილი.სუფთა,ხალასი,ლამაზი მინდოდა ცხოვრებაც,სიყვარულიც,მეგობრობაც.... ამ შემთხვევამ იმ წუთში ისე მატკინა სული,კარგა ხანს შიში მქონდა. ყველანაირი ძალის მეშინოდა-ადამიანის, ბუნების.მიუხედავად იმისა,რომ ეს ამბავი ამოვხიე ჩემი ცხოვრებიდან(ასე მეგონა) და გადავაგდე,გავლენას ახდენდა ქვეცნობიერში ჩემზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მეც დავმძიმდი... :( მეც დავმძიმდი... :(
12. დედისეულ ნობათს:პარკი-პარკში,კიდევ პარკში,კიდევ...მეგონა არასოდეს დასრულდებოდა მისი თითებით შეკრული მეზღვაურის ნასკვები.:)
ამ შემთხვევამ იმ წუთში ისე მატკინა სული,კარგა ხანს შიში მქონდა. ყველანაირი ძალის მეშინოდა-ადამიანის, ბუნების.მიუხედავად იმისა,რომ ეს ამბავი ამოვხიე ჩემი ცხოვრებიდან(ასე მეგონა) და გადავაგდე,გავლენას ახდენდა ქვეცნობიერში ჩემზე.
აუ რა დამძიმდა სიტუაცია ჰა? +7 შენ... დედისეულ ნობათს:პარკი-პარკში,კიდევ პარკში,კიდევ...მეგონა არასოდეს დასრულდებოდა მისი თითებით შეკრული მეზღვაურის ნასკვები.:)
ამ შემთხვევამ იმ წუთში ისე მატკინა სული,კარგა ხანს შიში მქონდა. ყველანაირი ძალის მეშინოდა-ადამიანის, ბუნების.მიუხედავად იმისა,რომ ეს ამბავი ამოვხიე ჩემი ცხოვრებიდან(ასე მეგონა) და გადავაგდე,გავლენას ახდენდა ქვეცნობიერში ჩემზე.
აუ რა დამძიმდა სიტუაცია ჰა? +7 შენ...
11. :(
დავმძიმდი და არ ვიცი რა ვთქვა... სახეები, ემოცია, ისტორია.. ++ :(
დავმძიმდი და არ ვიცი რა ვთქვა... სახეები, ემოცია, ისტორია.. ++
10. მიუხედავად იმისა,რომ ეს ამბავი ამოვხიე ჩემი ცხოვრებიდან(ასე მეგონა) .................................................... მიუხედავად იმისა,რომ ეს ამბავი ამოვხიე ჩემი ცხოვრებიდან(ასე მეგონა) ....................................................
9. დედა გენაცვალოს,ქფილში ორმოცი კვერცხია,მეტი ვერ გადავირჩინე ბაღანას მშიერს ხომ არ ვატარებ!"
მიუხედავად ჩემი ნაგვემობისა,ამაყი ვიყავი.... ჩაგეხუტეეეეეე სულ ასეთი ამაყი იყავი :)
მიუხედავად იმისა,რომ მე მსხვერპლი ვიყავი,ნდობას მსხვერპლად შეწირული,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩენილი.სუფთა,ხალასი,ლამაზი მინდოდა ცხოვრებაც,სიყვარულიც,მეგობრობაც.... დედა გენაცვალოს,ქფილში ორმოცი კვერცხია,მეტი ვერ გადავირჩინე ბაღანას მშიერს ხომ არ ვატარებ!"
მიუხედავად ჩემი ნაგვემობისა,ამაყი ვიყავი.... ჩაგეხუტეეეეეე სულ ასეთი ამაყი იყავი :)
მიუხედავად იმისა,რომ მე მსხვერპლი ვიყავი,ნდობას მსხვერპლად შეწირული,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩენილი.სუფთა,ხალასი,ლამაზი მინდოდა ცხოვრებაც,სიყვარულიც,მეგობრობაც....
8. მდააა... გადავდივარ შემდეგ თავზეე...კარგად წერ ! მდააა... გადავდივარ შემდეგ თავზეე...კარგად წერ !
7. სხვანაირი ვერც ვერასოდეს გავბედავდი მის ნახვას,მიუხედავად იმისა,რომ მე მსხვერპლი ვიყავი,ნდობას მსხვერპლად შეწირული,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩენილი.სუფთა,ხალასი,ლამაზი მინდოდა ცხოვრებაც,სიყვარულიც,მეგობრობაც....
ეს გამომრჩენია, მედი!... 5 სხვანაირი ვერც ვერასოდეს გავბედავდი მის ნახვას,მიუხედავად იმისა,რომ მე მსხვერპლი ვიყავი,ნდობას მსხვერპლად შეწირული,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩენილი.სუფთა,ხალასი,ლამაზი მინდოდა ცხოვრებაც,სიყვარულიც,მეგობრობაც....
ეს გამომრჩენია, მედი!... 5
6. დავდე უკვე, ჩემო კარგო მადლობებიიი! დავდე უკვე, ჩემო კარგო მადლობებიიი!
5. kargia. veli gagrdzelebas :) kargia. veli gagrdzelebas :)
4. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენაა!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენაა!!!
3. კეთილი მომავლის სურვილით..... კეთილი მომავლის სურვილით.....
2. გაიხარე.მადლობებიიი! გაიხარე.მადლობებიიი!
1. კაია.................... კაია....................
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|