 | ავტორი: ინია ინია ჟანრი: პოეზია 3 სექტემბერი, 2009 |
შევიცვალე.. სახლი, მისამართი, ქუჩა, ძილის შუალედები... დავრჩი... ისევ ვეწევი ზედიზედ ორ ღერს.. ძილისწინ როცა ვხუჭავ თვალებს, მიცრემლებს ყვავილებიანი ხის დაფა, რომელზეც ადრე ხახვს ვჭრიდი, და ნელ-ნელა ვაჭრიდი ყვავილებს კიდეებს, ფერებს, მოლოდინებს, ჩემი ზრდის მარცვალი რომ მეპოვა და სხვაგან გადამეთესა... გვირილები იქცნენ ყვითელ სიგამხმრედ... მე მათ სიკვდილს ვსვამ, ამას ახლა გვირილის ჩაი ქვია.... ყვავილის ქოთანს სიგარეტის გამხმარი ნამწვავები ამოუვიდა სარეველებად... და ყოველდღე მზის ამოსვლისას უფრო და უფრო ყვითლდებიან, ნიკოტინის ღრუბლები ჩემს ფილტვებში... ხომ შეიძლება გავფრინდეთ ერთად,იმ ფანჯრიდან, რომელიც ნახევრამდე მიწასეკვრის და ვნებისგან ჟანგი ადევს... ნეტა ვინ ეძებს ჩემს ყვავილებიან დაფაზე , ჩემი ზრდის მარცვლებს, მა ,ნუ მოძებნი,ვერც მე ვიპოვე, ალბათ სულ სხვაგან დაგვრჩა... მაინც ვიზრდები, უსაშველოდ, ვერაფერში ვეღარ ვეტევი,ვერაფერისთვის ვპოულობ სიტყვებს... როცა ძილისწინ ცარიელი რაფა მხვდება, ქოთნის გარეშე... უღრუბლებოდ, უნამწვავებოდ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძილისწინ როცა ვხუჭავ თვალებს, მიცრემლებს ყვავილებიანი ხის დაფა, რომელზეც ადრე ხახვს ვჭრიდი, და ნელ-ნელა ვაჭრიდი ყვავილებს კიდეებს, ფერებს, მოლოდინებს, ჩემი ზრდის მარცვალი რომ მეპოვა და სხვაგან გადამეთესა...
მომწონს მომწოოოონს :) ძილისწინ როცა ვხუჭავ თვალებს, მიცრემლებს ყვავილებიანი ხის დაფა, რომელზეც ადრე ხახვს ვჭრიდი, და ნელ-ნელა ვაჭრიდი ყვავილებს კიდეებს, ფერებს, მოლოდინებს, ჩემი ზრდის მარცვალი რომ მეპოვა და სხვაგან გადამეთესა...
მომწონს მომწოოოონს :)
3. ვერაფერში ვეღარ ვეტევი,ვერაფერისთვის ვპოულობ სიტყვებს... მეც ხშირად მჭირს ასე.... ვერაფერში ვეღარ ვეტევი,ვერაფერისთვის ვპოულობ სიტყვებს... მეც ხშირად მჭირს ასე....
2. მაინც ვიზრდები, უსაშველოდ, ვერაფერში ვეღარ ვეტევი,ვერაფერისთვის ვპოულობ სიტყვებს...
მომეწონა! მაინც ვიზრდები, უსაშველოდ, ვერაფერში ვეღარ ვეტევი,ვერაფერისთვის ვპოულობ სიტყვებს...
მომეწონა!
1. და ნელ-ნელა ვაჭრიდი ყვავილებს კიდეებს, ფერებს, მოლოდინებს, ჩემი ზრდის მარცვალი რომ მეპოვა და სხვაგან გადამეთესა... კარგია...5 და ნელ-ნელა ვაჭრიდი ყვავილებს კიდეებს, ფერებს, მოლოდინებს, ჩემი ზრდის მარცვალი რომ მეპოვა და სხვაგან გადამეთესა... კარგია...5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|