ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომანოზი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2009


ოთახი Wohnheim-ში

ნეტავ რას ხედავენ ახლა ახლადჩაძინებული შენი თვალები,
ანდა რას მეტყოდნენ ოდნავ გაბუტული შენი ტუჩები...
ანდა რამ დანამა ჩემი წამოსვლის დროს
შენი უსაშველოდ ხშირი წამწამები...
მეხმა თავდაყირა როგორ დააყენა წლების ნაშენები მძიმე ქანდაკება,
ან რა დროს გადაექცა ელექტრონის უხეში მავთულები ჩიტებს ქანდარებად!
.  .  .  .  .  .    .    .    .
რატომ აირჩია ლაღმა სიმშვიდემ მეფის პორტფელი ,
ალბატ ყველას ერჩის ყალბი ღიმილით მეფისტოფელი!
.  .  .  .  .    .
როგორ დაამძიმებს ამ ჩემს უშენობას
ოხკუთხა,მბჯუტავნათურით განათებული,საკანივით პატარა
ოთახი  Wohnheim-ში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები