| ავტორი: mexanic ჟანრი: პოეზია 3 სექტემბერი, 2009 |
ბარიკადები ახლავს სიცოცხლეს - ორია ღამის, ვადადროული ჰაერია... მოძრაობს ფარდა, ხოდა სიკვდილიც ჰელუინზე მეწვიოს ლამის, და ყველაფერი ჩამომართვას... და სევდის გარდა.
გათენებამდე რა მოიცდის?! ღამის მანტია გადაეფარა მამლებს, ქუჩებს ანდაც ეზოთა, ღამის ასეთი დაჟინება რაღაც ფანდია, ალბათ მცდელობა უფრო არის, რომ დაეზოგა -
დღის შუქი, თუნდაც მზის სხივების დავარქვათ გენი... რომ დააკვირდე დაინახავ როგორ გევლები, სასაცილოა, სატირალიც შენ ისე გშვენის, ამ სიბნელეში თეთრი კაბა, მასზე ცრემლები.
შესამჩნევია რომ დაეწყო ღამეს სპაზმები, დილის, რომელსაც არაფერი ვაქცინა შველის, საბოლოოა - უშენობას ვეღარ გავძლებდი, ტუჩის შეხება მომენატრა, ჩემსაზე შენის.
ჰოდა აივანს შევეჩვიე, შელევა მიჭირს, ჰოდა გათენდა, გეგმიურად, ანდაც შემთხვევით... რა მნიშვნელი აქვს მზის სხივს ჰქვია გენი თუ ნიჭი, მთავარი არის - უშენობა ვეღარ შევძელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ჰუჰ, "რა მნიშვნელი აქვს"... მიყვარს ეს ფრაზა... ამ ლექსში საკმაოდ ძლიერი სახეებია ჩემთვის, თუმცა ლექსად მაინც ის მირჩევნია, რომელიც აღვნიშნე წეღან :) ჰუჰ, "რა მნიშვნელი აქვს"... მიყვარს ეს ფრაზა... ამ ლექსში საკმაოდ ძლიერი სახეებია ჩემთვის, თუმცა ლექსად მაინც ის მირჩევნია, რომელიც აღვნიშნე წეღან :)
12. dzalian dzlieri emocia modis. gamajriala kidec ert-organ :) gaixare :-* dzalian dzlieri emocia modis. gamajriala kidec ert-organ :) gaixare :-*
11. ოპა! ერთი ნიჭიერი კიდევ აღმოვაჩინეთ ამ საიტზე :) 5 ოპა! ერთი ნიჭიერი კიდევ აღმოვაჩინეთ ამ საიტზე :) 5
10. ეხ კოსტია კოსტია... შენ გამიმწარე ახალგაზრდობა :)) ეხ კოსტია კოსტია... შენ გამიმწარე ახალგაზრდობა :))
9. ბოლო სტროფში ორი ხოდა ცუდად ისმის,
ყველაფერი კაია დანარჩენი........ ბოლო სტროფში ორი ხოდა ცუდად ისმის,
ყველაფერი კაია დანარჩენი........
8. ხო კარგია:) ხო კარგია:)
7. ჰოდა აივანს შევეჩვიე, შელევა მიჭირს, ჰოდა გათენდა, გეგმიურად, ანდაც შემთხვევით... რა მნიშვნელი აქვს მზის სხივს ჰქვია გენი თუ ნიჭი, მთავარი არის - უშენობა ვეღარ შევძელი.
ჰოდა აივანს შევეჩვიე, შელევა მიჭირს, ჰოდა გათენდა, გეგმიურად, ანდაც შემთხვევით... რა მნიშვნელი აქვს მზის სხივს ჰქვია გენი თუ ნიჭი, მთავარი არის - უშენობა ვეღარ შევძელი.
5. ღამის ასეთი დაჟინება რაღაც ფანდია, ალბათ მცდელობა უფრო არის, რომ დაეზოგა -
დღის შუქი...
ძალიან კარგია, აჩი. ღამის ასეთი დაჟინება რაღაც ფანდია, ალბათ მცდელობა უფრო არის, რომ დაეზოგა -
დღის შუქი...
ძალიან კარგია, აჩი.
4. კი, კარგი ლექსია ნაღდად. კი, კარგი ლექსია ნაღდად.
2. ჩვეულებრივი ლექსია:) შესამჩნევია როგორ დაეწყო ღამეს სპაზმები, აქ ზედმეტი მარცვალია ძმაკაც:) ხო ისე ამ ნიკით მომავალი ელექტრო- mexanic გელაპარაკებოდა=))
ჩვეულებრივი ლექსია:) შესამჩნევია როგორ დაეწყო ღამეს სპაზმები, აქ ზედმეტი მარცვალია ძმაკაც:) ხო ისე ამ ნიკით მომავალი ელექტრო- mexanic გელაპარაკებოდა=))
1. კარგია :) 5 კარგია :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|