ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი7464
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2009


მე თუ მოვკვდები

მე თუ მოვკვდები ვიცი ვინმეს გული დასწყდება.
მე თუ მოვკვდები ვიცი ვინმე ცრემლებს დამაყრის.
მე თუ მოვკვდები სინანულის გარდა რამრჩება?
ეს სულ ერთია, ვიღაც მოვა, ცრემლებს დამაყრის.

მე თუ მოვკვდები და უდროოდ წავალ თქვენიდან,
ჩემს შესანდობარს ვიცი ალბათ ვიღაცა ასწევს.
მე თუ მოვკვდები, გზაზე ხიდი თუ ჩამიტყდება,
ჩემს დაუწერელ ლექსებსაც ალბათ ვიღაცა დაწერს.

მე თუ მოვკვდები ჩემი კუბო იებით მორთეთ
და გაზაფხულის სურნელება თან ჩამაყოლეთ!
მე თუ მოვკვდები, სამარისკენ როცა წამიღებთ,
ჩემი ბავშობის ბილიკებზე გადამატარეთ!


      ავტ:    ელზა სესიკელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები