ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2009


უფალმა ბრძანა



უფალმა ბრძანა, იქმენ ნათელი,
და მერე როცა ირგვლივ გაწვიმდა,
თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი
და მე კაენის ვიქეც ნაწილად...

და როცა ღმერთი შემეხო თიხას,
გულის სიღრმეში გალღვა ყინული
და მე აბელის ნაწილიც ვიყავ
იესოს სისხლით გამოსყიდული...

საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა,
წვიმით დაღლილს და გზებით დამტვერილს,
ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა,
ემს ღამეებშიც ენთო სანთელი...

ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს,
დაცემის მადლით თვალებ ახელილს,
შუბლით ვატარებ კაენის დამღას,
გულით ჭრილობა დამაქვს აბელის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები