ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი სულაც არ არის, ნეტა ყოფილიყო. ვერ ვბედავ ქათქათა თოვლი ვიყო, თან მეშინია საბრძოლო ბუკის, ნაღარის.
არ ვიბრძვი, თამამი თამაშით ვთამაშობ. ვთამაშობ შენთან, ხან ძლიერ მიყვარხარ, ხან კი - სულ არა... სათამაშოდ იქცა ჩემთვის კუბო, სუდარა. ვნებიანად ვეთამაშები სიკვდილს, ქარაშოტს,
ვნებას აღმიძრავს სიცოცხლით თამაში, ცოდვების და სინანულის, მლაშე ცრემლების ფერებით, ლექსების და რითმების, ხშირი თმების ფერებით ვთამაშობ, რეჟისორი არ მყავს დრამაში.
ვთამაშობ პატრიოტს, მოსაჩვენებლად ვიბერავ ძარღვებს, თუმცა, ვგრძნობ მამულს ეს არაფერს მისცემს. ვთამაშობ ადამიანს – გული წუთში 72–ჯერ მიცემს. თუკი ცხოვრება ფარდას ტანზე შემომარღვევს,
მე ვანთებ სანთელს, ვთამაშობ მლოცველს. როცა მბეზრდება ეს სიყალბე, ნიღბებს, ქალის შალს ცეცხლს მივცემ, დავნავლავ... გავყვები ქარიშხალს. ფიტულო, შენ ეს თამაში არ გაგაოცებს.
ჩახედე შენს სულს, შენიშნე მსგავსება?! ატყობ? ნიღბებით არყოფნა ინთება... მე მაინც ვთამაშობ... თუ მომინდება ტაეპებს წავშლი, ეს ლექსი სონეტს დაემსგავსება!
წავშალო? აჰა, საშლელი და სონეტად გადააკეთე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არ ვიბრძვი, თამამი თამაშით ვთამაშობ.<< es ar nishnavs brdzolas? :) danarchenze mere getyvi chems azrs. mtlianobashi, momewona. :) არ ვიბრძვი, თამამი თამაშით ვთამაშობ.<< es ar nishnavs brdzolas? :) danarchenze mere getyvi chems azrs. mtlianobashi, momewona. :)
4. სუსტი რითმებია 3 სუსტი რითმებია 3
2. კარგია აზრი :) 5 კარგია აზრი :) 5
1. წავშალო? აჰა, საშლელი და სონეტად გადააკეთე! - აი ამ დაბოლოებამ ძალიან დადებითად განმაწყო ავტორისადმი, საღოლ :))
წავშალო? აჰა, საშლელი და სონეტად გადააკეთე! - აი ამ დაბოლოებამ ძალიან დადებითად განმაწყო ავტორისადმი, საღოლ :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|