ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2009


სისხლის ყივილი(მეათე თავი)

          ვაჟმა სამზეო გადასწია და კარ-მიდამოს გადაავლო მზრუნველი თვალი...ჭერეხის ხილვამ გაუახლა ძველი სააჯო და ისევ დაბლა ჩამოუშვა ფანჯრის საფარი.მობრუნდა უკან.ქალიშვილი იცვამდა ტანზე.უცქერდა ვაჟი და უნებურ ღიმილს ფარავდა-არ ეტეოდა ნაფერები მკერდში სამოსში,საკინძის შეკვრას ჯახირობდა ბრაზით მაკინე.მიუახლოვდა,ორივ ხელით ორი ტონთიო შეჰყარა ერთად  და ტატაბო ისე შეუკრა.
            შერცხვა მაკინეს...
            წამწამთ ჯელგა დაბლა დახარა და ისევ იგრძნო უნებური ხორშაკი ტანში...
            ვაჟმა ალერსით აუწია ასულს ნიკაპი და კიდევ ერთხელ ხილაბივით ბაგეთ დააკვდა...მაგრამ ასულმა მეამბორეს ჯირგვალი უყო და ხეტი ქცევა დაუძრახა ნაფერებ ჭაბუკს.
            მაკინეს ქცევა ავის მაცნეთ მიიღო ვაჟმა.
            ჯანღმორეულმა გაიხურა კარები ბრაზით და შმაგი ბიჯით ჩაიარა პირფართე კიბე.ეზოში ჩასულს მოეგება მოახლე ქალი. უსოს ამბავი მოიკითხა დააჯებულმა. -,,არაფერი სჭირს საგანგაშო,უკვე მოკეთდა.’’-ცალყბად მიუგო ვაჟკაცმა და წამსვე იკითხა:
          -სად არს მალხაზი?
          -გუშინ შუადღით  მამა შიო მოვიდა ჩვენთან,მუხნარში ყმანი დაღუპულან ნადირობისას.სოფლის კაცები სატირალში წავიდნენ ერთად...
გასვენებამდე დავრჩებითო,ასე უბნობდნენ...
          ამან უფრორე დააჯა მწუხარე დემნა.იხმო ულაყი,მოიტოვა უკან ორღობე და უდაბურ ტყეს შეეპარა ქარის სიმარდით.პატარა ფშასთან შეაყენა დაღლილი ცხენი.ჩამოქვეითდა და დიდ რკონცხზე ჩამოისვენა.
            ჩაფიქრდა ვაჟი.
            ვერ გაეგო რა სჭირდა ასულს... რად ვერ ეწია გულის მურაზს ტრფობით გვემული.
            წამოდგა ფეხზე.გაიარა ღრანტოს ბილიკი და ჩქერალისკენ გაეშურა სულის საამოდ.
            ამ ჩქერალებში ერთხელ უკვე იპოვა განძი-სირინოზივით გრძნეული და უხელთებელი.
            ჩქერალის ახლოს მობალახე დალანდა ცხენი  და წამსვე ნამყო გაუცოცხლდა ტკბილსაგონარი.თუმცა მაშინვე უკუაგდო  ყველა იმედი,ასულს ხომ აღარ მფარველობდა გრძნეულთა სახვა. -,,ვინ უნდა იყოს ამ უღრანში მაკინეს გარდა?ვის შესწევს ძალა საბილიკო გალიოს ჯიხვის?\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\"-ფიქრობდა ვაჟი.
            ნელი ნაბიჯით გაიარა მყაყე წყლის პირი და ჩქერალისკენ  აიღო გეზი.მივიდა ახლოს...მივიდა და იხილა ლული,ნანახზე უფრო უხამსი და ვნებისმომგვრელი-მწყაზარი ქალი იდგა ჩქერალს შეფარებული.სატრფოს ამსგავსა,თუმც მსგავსება უარყო წამსვე,რადგანაც უსოს მრუმე ფერის არ ჰქონდა თმები.უცქერდა ვაჟი  ტიტუელი ასულის სხეულს და განუსჯელად მოქმედებდა უკუგდებული.შემოიძარცვა საფარველი ტანზე შმაგივით და კალმახივით ზე აუყვა ჩქერთა დინებას...
          ჯაყო თვალებით უცქეროდა ჩქერალში მდგომი.
          გახელდა ვაჟი,მომლოდინე ხარბად შეიპყრო და სატრფოს ნაცვლად ვნება ბოშას გადანთხია...
          ჩქერალის პირთან დამეხილი იდგა მაკინე...
          მობრუნდა უკან.
          რეტდასხმული გაუყვა ბილიკს.უკან ჩრდილივით დაედევნა მისი ფაშატი.უფსკრულის პირას დაებინდა გონება ასულს. მოცელილივით ქვედავარდა  ყვავილებს შორის.ცხენის ჭიხვინმა გააყრუა უღრანის არე... გონზე მოსულმა აიზიდა სხეული ზევით და ზურმუხტისფერ მინდორ-ველებს დაადგა ობლად.ისევ ძველებურ გუნებაზე დადგა მაკინე და უკუაგდო საფიქრალი ჯანღისმომგვრელი.მიეალერსა ბალახებს და ჩაიკრა გულში მზისკენ მზირალი ათასფერი ყვავილთ კრებული...
          მუხნართან მისულს უცნაური  მოესმა ხმები.ყური დაუგდო,თუმც გაიგო მაინც ვერარა... მივიდა ახლოს,დაინახა დიდი კოცონის ირგვლივ ყირაზე გადასულთა შმაგი ღრეობა.
          გაოცებული უცქეროდა მაკინე ბოშებს,თუმც ვერ ბედავდა მისულიყო იმათთან ახლოს.დემნას ნაამბობს იხსენებდა ქალი მაშინვე,როს უნებურად ეყრებოდა ურჯულოთ სადმე..მაგრამ ვერაფრით მიხვდარიყო რა სჭირდა გულში,ან რად დიოდა ყირამალა სისხლი ძარღვებში...
          წესისებრ გაზრდილს არ ესმოდა სისხლის ყივილი...
          იბრუნა პირი და დაღმართზე დაეშვა ფეხით.
          მდინარის გასწვრივ მიყვებოდა საცალო ბილიკს.მისდევდა ცხენიც.
          ხოდაბუნს მისულს შემოუჩნდნენ ძველი ჭინკები და მორევისკენ მიიტაცეს ქალის გონება.ო,ღმერთმა უწყის,ამ საშიში ქარაფის ქვევით ეშმა რამდენჯერ დახვედრია მრუმე მღვიმეში.დიდი სიფრთხილით გადახედა ასულმა მორევს და ცხენოსანი დაინახა წყალთან მრკენელი.შეშინდა ფრიად. დაუზახა,მაგრამ ამაოდ.ვაი,რომ ძალზედ ცუდას იდგა ვაჟი ცხენითურთ,არ პატიობდა ეს მდინარე უნებურ ცდომას.
          გაშმაგებული მიღმუოდა მდინარე ღრანტში და სალ-კლდეებზე იმსხვრეოდა ბროლის შხეფებად.მისი შხუილი აყრუებდა ცასა და მიწას, მიტომაც ვერა შეისმინა უგნურმა მგზავრმა.მიხვდა ასული,რომ ახლავე უნდა ეშველა ან სამუდამოდ წარიწყმედდა ვაჟი სიცოცხლეს.სანამ პირუკუ ახეთქებდა მდინარე კლდეებს,შემოუარა ქვევიდან და შედგა ჟოროხზე.მძიმე სამოსი შემოიხსნა უმალ მხრებიდან და მაღლობიდან გააგრძელა ცქერა გვემულის.იფიქრა, იქნებ თავად შეძლოს ხიფათის ძლევა,თუ არა მაშინ მოვუხმობო ვინმეს საშველად.დაუსხლტა ცხენი ხელებიდან უსასო ჭაბუკს და ყაფარისკენ გააქანა უმალ დინებამ. წაიღო ვაჟიც.მიმოიხედა ქალმა ირგვლივ და როცა მაშველს მიაგნო ვერსად გადახტა წყალში,წინ აღუდგა მუხთალ დინებას და მორევისკენ მიტაცებულ ჭაბუკს ეკვეთა. თავი მაღალზე აუწია ლამისდა დამხრჩვალს და თელვა-თელვით მიიყვანა ტინის ნაპრალთან.გვემული მძიმეთ აათრია ქალმა ქვაბულში და წლის საღვრელად დააწვინა უღვთოდ რკენილი.-,,რა გგლიდა შლუო,შავეთს რისთვის ეძებდი სავალს,ან რად გაწირე სასიკვდილოდ რახსი ულაყი?“-ბრაზობდა ქალი.
          ამ მორევს ბევრი წაუღია ყაფარის ლუკმად.ეშმის საბუდოს ეძახოდნენ ამ ადგილს ოდით,თუმც ეს მაკინეს არ აფრთხობდა,პირიქით, მისკენ მიისწრაფოდა სიყრმითგანვე კენარი უსო.წყალთან ჟიდილი,ქარაფიდან მორევში ხტომა სხვათა საცქერლად არაერთხელ უცდია ასულს.შემდეგ კი სწორედ იმ ნაპრალში ძვრებოდა ჩუმად,სად ყარაკულის მსგავს თმიანი ესვენა ახლა.
          ორბის ნაჭანგარს წააგავდა,ისე სდიოდა მხარ-ბეჭიდან მზეჭაბუკს სისხლი.მაკინემ მოყმე სამშვიდობოს დატოვა მარტოდ და თვითონ წყალში გადაეშვა ვინმეს სახმობად.მორევის ზევით ბადეს შლიდნენ  სოფლის ნინველნი.სწორედ მათ უხმო ქალმა ვაჟის გადასარჩენად...
          წყალთან მორკინალს ხანაგაში მისცა სავანო.
          ფართო კუბოზე დააწვინეს ვაჟებმა მოყმე,ქალმა კი თაქვეშ სასთაული ამოსდო მოგრძო.ქუხარას მკერდთან ეღვრებოდა კვლავ სარდიონი,ვერ შეუჩერა მდინარება ქალმა რატომღაც.დემნას საძებრად მიავლინა ყრმანი მაკინემ.უხმო შიმუნვარს,მასთან ერთად ეცადა შველას.სალბუნთა კრება გამოფინა ფართო ტაბლაზე და რუდუნებით შეამზადა გვემულის სარგო.
          ეძებეს დიდხანს,მაგრამ დემნას მიაგნეს ვერსად,ხელმოცარული ჩამოვიდნენ ტყიდან ნინველნი.ამან უფრორე შეაშფოთა და ქალწულის წინ კვლავ ცოცხალივით გაიელვა ჩანჩქერში სიძვამ.
          დემნას ღალატი ისარივით დაეცა გულზე და მრისხანემან შურის გებით დახედა გვემულს..

              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები