ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მთვარეული
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2009


სამეფო რომელსაც...

სამეფო რომელსაც ვეძახდი რაღაცას
არ მახსოვს, კუთხური ერქვა ხო სახელი?
და ალბათ სიცივეს მარწუხებს ავართავ
რომ მიდგას მხედრულად, მეძახის აფერისტს.

სითბოში გაცვლილი ყოველი წუთით და
ყოველი მარტივი, აბსურდი ფიქრებით
ვაწყდები უაზროდ მაღალი მთის ძირას
წარსულს... და ეგრევე მის უკან ვიხევი.

თითებით რკალები დავხაზე ქვიშაში
ამ სახლის სახურავს ვაჭედებ შლადი ქვით
არფერს არ მაძლევს ოცნება იმთავით
და საღერელით სიცილსაც ავიშლი.

სამეფო რომელსაც ვეძახდი შენ სახელს
კუთხური მიგნებით სიმრგვალე დავურთე
ვდგავარ და გიკოცნი ცხოვრების იმ ხალებს
შენგან მიტოვებულს რომ ვეღარ გავუგე.

სითბო მოხურული დამყვება სინდისი
გუშინ ნასუფრალი ფიქრების ამარა
არ მინდა ვერ ვუსმენ შენიდან წამოსულ,
როყიოდ მოგდებულ ორსიტყვასალაფავს.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები