 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 13 სექტემბერი, 2009 |
წინასიტყვა
თავისუფლება ,,და ამჯობინა ღმრთის ხალხთან ერთად ტანჯვა, ვიდრე ჰქონოდა მცირე ხნით ცოდვილი განცხრომა...\\\" ებრ. 11. 25.
თავისუფლება -- ეს სიტყვაც ისეთი საოცარია, როგორც თავად გრძნობა... თავისუფალი ვარ! რას ნიშნავს ნეტა?!... თავის უფალი დაბადებით ხომ ვართ და მაინც რაღას დავეძებთ?!... რას ვერ ვიგებთ?!... რისი გვაქვს ეჭვი?!... არფერიც. გვადევს ბორკილი ჩვენივე ხორცის! და ეს არ გვაძლევს უფლებას ვიყოთ უფალნი თავის, უფალნი იმის, რითაც უფალმა გამოგვარჩია, როცა გვაჩუქა და...… სწორედ ამით კაცად გვაქცია.…
თავისუფლება -- ეს არჩევანის უფლებაა...… და რწმენა იმის, რომ ამ არჩევით, შენ თავადვე ხარ გამგებელი შენივე ბედის და კიდევ ერთი!… საზღვარი ჩემი თავისუფლების ნეტავ, სად გადის?!... იქ, სადაც მე მსურს?!... თუ?... მაშინ სხვისი უფლება?... საზღვარი ჩემი თავისუფლების გადის იქ, სადაც იწყება უკვე შენი უფლება! ძნელია?... არა! მაშ, სულ მუდამ რატომ გვეშლება?!... და ამის გამო ეს სანუკვარი თავისუფლება, ვით ზღაპრული, უცხო ფასკუნჯი, ხელიდან მუდამ რატომ გვისხლტება?!...…
თავისუფლება -- სულს სულ სწყურია! გულიც მას ელტვის...… აი, ხორცი კი, ხორცს სულ ბრჭყვიალა მოსართავებზე უჭირავს თვალი...… სხვას რომ აცვია!... სხვა რომ მიირთმევს!... სხვა რით მჯობია?!... და როცა იღებს, რაც მას ასე სურს, თანაც იაფად...… ეს სიიაფე, ასე ნაქები, სულ არაფერი თურმე ნასუქალს არ დასჯდომია...… მხოლოდ და მხოლოდ დათმო ,,პატარა\\\" თავისუფლება...… რა სათქმელია?!... და მოოქროვილ სულ პაწაწინა, ელვარე ბორკილს ელაციცება!
თავისუფლება -- გაყიდული ასე იაფად, უკან არასდროს აღარ ბრუნდება!... ან დაბრუნდება ცრემლის ფასად...…ფასად წამების უმანკო სულთა..… ან სისხლის ფასად! რა ღირს სისხლი ჩვენი შვილების ?... როგორ თუ, რა ღირს?!... მას ფასი არ აქვს!... აქვს!... ეს არის ფასი ,,სარფიანად\\\" გაყიდული თავისუფლების!...
თავისუფლება -- წილნაყარობა უფალთან ჩვენი -- სახე გვაქვს ერთი, იტვირთე უფლის კურთხევა ზეცით?... მაშ, მოიღე თავის უფლება... და არ დაუთმო არავის ნებით! ღვთის საჩუქარი არ იყიდება!
2008 წელი. 7 სექტემბერი
თავი პირველი
წერა უყვარდა და წერდა. ქაღალდი სულ არ ენანებოდა , არც დრო. ფურცელზე დატოვებულ ფიქრს გაურბოდა მხოლოდ, ეშინოდა თითქოს. ეს ხშირად არ ხდებოდა. რა ხანია შენიშნული ჰქონდა: ოფლიანი, ცივი ხელების ფათური დასჩემდა უჯრაში, როცა რაღაც ისე არ გამოსდიოდა. ნუთუ? იყო წარმატებული დღეებიც...იყო...მაგრამ უფრო მეტად.... ეეეჰ, მაინც ამ ილუზიებს რომ ვერ ეშვებოდა, ეს აგიჟებდა. ორი- მეოთხედი ჭიქა სასმელი და ვარდისფერ ბურთულებად იშლებოდა სამყარო..... სახეზე ხელი ჩამოისვა, ორი დღისაა, მეტის არა... ჩაეღიმა ასეთი პატივისცემით რომ ფიქრობდა საკუთარ წვერზე, თითქოს ვიღაცა ბატონიაო..... უეცრად მიხვდა, რომ გარეთ წვიმდა... დიდი ხანია წვიმდა ...აი, თურმე რა ხმაური მიჰყვებოდა მის სტრიქონებს მონაცრისფერო ბანგივით.... ხმაური თუ ხმა?... ხმა! წვიმის ხმა..... ახლა ცოტაზე ნაკლებადაც კი მოეჩვენა ვარდისფერი ბურთულა, მაგრამ წამოდგომა და სასმელის დამატება დაეზარა.... თითქოს რაღაცა რიტუალი გამოტოვა და ცელქი ბავშვივით დაემალა თავს.... აბა, ვნახოთ..... გამივა, თუ არაო?!.... ნილოსის სიმწვანე და სინესტე თითქოს ძვალში ეჯდა.... უღრღნიდა და უღრღნიდა....შიგნიდან თლიდა ...ვეებერთელა მთვარის ჩრდილებს... რას აეკვიატა ნეტა, ეს მოსე, ხომ წერია უკვე ბიბლიაში...
..........ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას ნელა მიაპობს მშვენიერი ქალწულის ნავი. ოქროცურვილი მზის სეირნობა ცარგვალის თხემზე ოდნავ ცერად გადაივლის და.... ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას სადღაც წარიტანს...
აქ იყო?!.... სწორედ აქ ვიხილე ჭილის კალათი, ყრმა იწვა მასში.... და სიჩუმე საკვირველი.... რად არ ტიროდა?..... დუმილით მკრთალმა ხელისკანკალით ამოვიყვანე: ცოცხალი არის? მადლობა უფალს, ცოცხალია! რა საყვარლად დაიღუღუნა!.... საწყალი ჩვილი..... ნუთუ მართლა რაც ეწერა, ის მოევლინა?!..... ნუთუ არავის შესცოდებია?!.... სად არის დედა?....
......და ამდენი ცოდვის მტვირთველი, მიწის ოხვრა, მოუწყვლელი, უსასრულოდ ნალოდინარი... რა უსაშველოს ნაკბილარს, ნაძრახს?!.... თავისი ხორცი თავად დაგლიჯა!..... ......და შვილთა ხოცვით გულშეძრულს, შერცხვა.... მერე კი თითქოს უხმოდ დამიწდა..... მარაოსავით აიფარებს მდინარის ლერწამს... და თვალს ცრემლნაწურს, მაგრად დახუჭავს, რომ ტალღის ბრუნვით იოხოს გული .... სევდა მოიკლას.
2009 წელი, ივლისი.
თავი მეორე
...... არა, დღეს ამას ძნელად ვინმე წაიკითხავს...დღეს მიართვი მსუბუქი და სასაცილო თუ არა, სასაიყვარულო მაინც.... სიგარეტი გააბოლა და გადავსებული საფერფლისაკენ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაიხედა..... დამღალა ამათმა ბაზარმა..... დიახ, ბაზარმა.... ამ სიტყვის ყველა თანამედროვე და ძველი გაგებით..... ბაზრობენ ყველაფერზე.... ბაზრობენ ყველაფრით..... მოსემ დიდი მწვანე თვალები მომაშუქა და თავი გადაიქნია..... --თავისუფლება.... თავისუფლება..... --მერე, ვინ თქვა, რომ თავისუფალნი ვართ?...ვინ?.... ჩემს ჯავრიან კილოზე ჩაეღიმა, ისევ თავი გადაიქნია და..... --მე ლაპარაკი არ მეხერხებოდა. ამიტომ უფალმა აარონი, ჩემი ძმა მომცა მოსაუბრედ. -- ბაზარი იყო საჭირო, არა?---ჩამეღიმა ახლა მე. --- სიტყვა იყო საჭირო, უფლის სიტყვა .---- თქვა მშვიდად, ყოველგვარი.... მოკლედ, ჩემსავით კი არა, მასავით, მშვიდად..... ....და მარტოობის ულევი სევდა შეიცნო..... ჰოოო...უფლის გარეშე ყოფნის სიცარიელემ შეძრა...... და შენ უკვე ვერ თუ არ ხარ ჩემი უფალი და ვერც სისხლისმიერს ჯერ ვერ ვესავ.....
---ღმერთო. მიშველე.... ---გაინძერი, შე ბინძურო.... გაიტყლაშუნა მათრახმა წითლად.... და ამ დროს თვალდაბნელებული სივრცე უეცრად განათდა.... ჩემი ხელები, რას აკეთებდნენ კარგად მახსოვს.... ჯერ გაავებით ვურტყი ჯალათს და....როცა შევიგრძენი რომ სისხლის სუნი კანის ქვეშაც კი გამიჯდა ....მივხვდი, მეტი აღარ შემეძლო, ვიხრჩობოდი.......... და დავიხედე.... უკვე კაცს კი არა, რაღაცა სისხლის მასას ვურტყავდი ჯოხს... და როცა შევჩერდი...მონებმა სადღაც გამათრიეს ...ვიღაცა უცნობები ნაზად მეფერებოდნენ ხელებზე.... მთელი ღამე თვალგახელილი ვიწექი და....თან არ ვინძრეოდი...რომ ჩემს მფარველს მძინარე ვგონებოდი.... და ვფიქრობდი: ახლა რა?...ეს ფიქრი არც იყო, უფრო რაღაც უსაგნო ოცნება იყო... განწირულობის შეგრძნება რომ გინდა დაფარო და მით რომ იხანგძლივებ თავმოტყუების ხანას, ისე..... 2009წ. ივლისი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ნეფერტარო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე უკვე მივულოცე ჩემს თავს, რადგან ეს მწერალი მე აღმოვუჩინე ჩემს თავს, სხვათა დახმარების გარეშე. ამისთვის ერთთვიანი არქეოლოგიური ძიება დამჭირდა..ნამდვილად არ დამნანებია ეს დრო, რადგან ვპოვე უცხო რამ მარგალიტი.
ისე, სხვათაგანაც სიამოვნებით მივიღებდი მოლოცვებს, რადგან ერთ-ერთი კლიმი ვარ.
თუ კი ვინმე მიმითებს ამ დონის პროზაულ ნაწარმოებს აქ დიდი მადლობელი დავრჩები.. ცნობისთვის, იმ მცირე დროში რაც აქ ვარ საკმაოდ ბევრის წავიკიტხე, მათ შორის ბრძენნიც და მათ გვერდზე მოხვედრილი ავტორებიც. ზოგი მომეწონა ზოგი არა, მაგრამ ამ დონის არც-ერთი არაა.
ისე, ყველა ჩვენთაგანი მოსალოცია და ამაში სამარცხვინო არაფერია: ადამიანის მთელი სიცოცხლეც კი არ ეყოფა ყველა შედევრის წასაკითხად.... ,
რა მაგის კითხვაა და რამდენად ცნობილია თქვენს სამეზობლოში შატბერაშვილის ’’მკვდრის მზე,’’ მივიწყებული შედევრი ნახევარი საუკუნისა....მე პროფესიით შორსა ვარ ლიტერატორობიდან და ცხოვრებაში მხოლოდ ორიოდე ლიტერატორს შევხვედრილვარ და გამიკვირდა რომ არც კი ჰქონდათ გაგონილი.
მეპატიოს ამ თემის გაოფება, მაგრამ აქ 5 წელზე მეტია არავინ შემოსულა, არადა მინდა ვიყვირო: მოდით და ნახეთ...
ნეფერტარო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე უკვე მივულოცე ჩემს თავს, რადგან ეს მწერალი მე აღმოვუჩინე ჩემს თავს, სხვათა დახმარების გარეშე. ამისთვის ერთთვიანი არქეოლოგიური ძიება დამჭირდა..ნამდვილად არ დამნანებია ეს დრო, რადგან ვპოვე უცხო რამ მარგალიტი.
ისე, სხვათაგანაც სიამოვნებით მივიღებდი მოლოცვებს, რადგან ერთ-ერთი კლიმი ვარ.
თუ კი ვინმე მიმითებს ამ დონის პროზაულ ნაწარმოებს აქ დიდი მადლობელი დავრჩები.. ცნობისთვის, იმ მცირე დროში რაც აქ ვარ საკმაოდ ბევრის წავიკიტხე, მათ შორის ბრძენნიც და მათ გვერდზე მოხვედრილი ავტორებიც. ზოგი მომეწონა ზოგი არა, მაგრამ ამ დონის არც-ერთი არაა.
ისე, ყველა ჩვენთაგანი მოსალოცია და ამაში სამარცხვინო არაფერია: ადამიანის მთელი სიცოცხლეც კი არ ეყოფა ყველა შედევრის წასაკითხად.... ,
რა მაგის კითხვაა და რამდენად ცნობილია თქვენს სამეზობლოში შატბერაშვილის ’’მკვდრის მზე,’’ მივიწყებული შედევრი ნახევარი საუკუნისა....მე პროფესიით შორსა ვარ ლიტერატორობიდან და ცხოვრებაში მხოლოდ ორიოდე ლიტერატორს შევხვედრილვარ და გამიკვირდა რომ არც კი ჰქონდათ გაგონილი.
მეპატიოს ამ თემის გაოფება, მაგრამ აქ 5 წელზე მეტია არავინ შემოსულა, არადა მინდა ვიყვირო: მოდით და ნახეთ...
25.
ჯერ სად ხართ, აქ ბევრი საუკეთესო რამ დევს და წინასწარ გილოცავთ პირველად წაკითხვის ბედნიერებას.. (დაილოცა ამის მთქმელი....)
ჯერ სად ხართ, აქ ბევრი საუკეთესო რამ დევს და წინასწარ გილოცავთ პირველად წაკითხვის ბედნიერებას.. (დაილოცა ამის მთქმელი....)
24. დღეს აღმოვაჩინე...
დაუჯერებელია...
ვკითხულობ დღეს მთელი დღე....
საოცრებაა....
მეექვსე წელია რაც დაწერილა და მე დღეს ვიგებ?
ხალხო ვინაა ეს გენიოსი მითხარით, ღმერთი არ გწამთ?
დღეს აღმოვაჩინე...
დაუჯერებელია...
ვკითხულობ დღეს მთელი დღე....
საოცრებაა....
მეექვსე წელია რაც დაწერილა და მე დღეს ვიგებ?
ხალხო ვინაა ეს გენიოსი მითხარით, ღმერთი არ გწამთ?
23. ჯერ წავიკითხე ყველა და კომენტარებს ბოლოდან მოვყევი... ძალიან მაგარია! მიხარია, რომ ვკითხულობ შენს რომანს! 5 ჯერ წავიკითხე ყველა და კომენტარებს ბოლოდან მოვყევი... ძალიან მაგარია! მიხარია, რომ ვკითხულობ შენს რომანს! 5
22. აღვფრთოვანდი... ყველა თავი წავიკითხე. კომენტარი კი აქედან დავიწყე ... აღვფრთოვანდი... ყველა თავი წავიკითხე. კომენტარი კი აქედან დავიწყე ...
21. მაიიი მოგეფერე შე თბილო ადამიანო და ჩემო უსაყვარლესო მეგობარო!!! გაიხარე შენააა, არაჩვეულებრივი დასაწყისი!!! ყოჩაღ!!! მაიიი მოგეფერე შე თბილო ადამიანო და ჩემო უსაყვარლესო მეგობარო!!! გაიხარე შენააა, არაჩვეულებრივი დასაწყისი!!! ყოჩაღ!!!
20. რაღა ვთქვა , ენაჩავარდნილი თითებს ვანდობ სათქმელის უკეთ ტქმას , მაგრამ ვხედავ ამათაც არაფერი გამოსდის და გასაოცარ სილამაზის მნახველნი, პატრონივით ღმუიან .........:) რაღა ვთქვა , ენაჩავარდნილი თითებს ვანდობ სათქმელის უკეთ ტქმას , მაგრამ ვხედავ ამათაც არაფერი გამოსდის და გასაოცარ სილამაზის მნახველნი, პატრონივით ღმუიან .........:)
19. საინტერესოდ წერ! ;-) საინტერესოდ წერ! ;-)
18. მე მაინც გადავიხრები რარღაც მომენტში ეგზისტენციალიზმზე, არსებობა წინ უსწრებს არსებას..... რატომაც არა ადამიანი სწორედაც რომ თავისუფალია, მხოლოდ მან ისე არ უნდა შექმნას თავის არსებობა რომ არსებას რომელსაც მიიღებს იყოს არათავისუფალი, ვიღავცა იტყვის რომ ეგზისტენციალიზმი ღმერთის არარსებობას გამორიცხავს და საერთოდაც ასეა, მაგრამ, რა ვქნა თუ მე ღმერთს ხშირად ვხვდები......
ველი გაგრძელებას.... აუცილებლად ძალიან კარგია მეგობარო :) მე მაინც გადავიხრები რარღაც მომენტში ეგზისტენციალიზმზე, არსებობა წინ უსწრებს არსებას..... რატომაც არა ადამიანი სწორედაც რომ თავისუფალია, მხოლოდ მან ისე არ უნდა შექმნას თავის არსებობა რომ არსებას რომელსაც მიიღებს იყოს არათავისუფალი, ვიღავცა იტყვის რომ ეგზისტენციალიზმი ღმერთის არარსებობას გამორიცხავს და საერთოდაც ასეა, მაგრამ, რა ვქნა თუ მე ღმერთს ხშირად ვხვდები......
ველი გაგრძელებას.... აუცილებლად ძალიან კარგია მეგობარო :)
17. ......და ამდენი ცოდვის მტვირთველი, მიწის ოხვრა, მოუწყვლელი, უსასრულოდ ნალოდინარი... რა
მათე, აღარ ვიცი როგორ მოგეფერო... პირდაოირ მხატვრული ბიბლია დაგვიწერე ახალად...55555555
უძლიერესად გრძნობ, რასაც წერ და ეს მკითხველზეც გადადის... მიყვარხარ ძალიან...
......და ამდენი ცოდვის მტვირთველი, მიწის ოხვრა, მოუწყვლელი, უსასრულოდ ნალოდინარი... რა
მათე, აღარ ვიცი როგორ მოგეფერო... პირდაოირ მხატვრული ბიბლია დაგვიწერე ახალად...55555555
უძლიერესად გრძნობ, რასაც წერ და ეს მკითხველზეც გადადის... მიყვარხარ ძალიან...
16. გილოცავთ დღევანდელ დღეს! რატომ იგვიანებს მოსე?)) გილოცავთ დღევანდელ დღეს! რატომ იგვიანებს მოსე?))
15. თავისუფლება, ეს ღირსებაა, ეს იმას ნიშნავს,რომ ღმერთმა ადამიანს უთხრა, თავისუფალი ხარ, ანუ უდანაშაულო ხარ და ნუ შეცცოდავ და ნუ ჩაიდენ დანაშაულსო, ცოდვასთან ერთად ეს თავისუფლებაც დავკარგეთ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ დამნაშავე,ანუ ბოროტმოქმედი ვეღარ არის თავისუფალი, ის საკუთარი ცოდვების ტუსაღი ხდება, სამწუხაროდ ეს ყველა თანამედროვე ადამიანს გვეხება, ჩვენ არ ვართ თავისუფლები, ჩვენ საკუთარი დანაშაულებების თუსაღები ვართ. მხოლოდ ღმერთს აქვს ძალა და უფლება დაგვიხსნას ამ სატუსაღოდან, მაგრამ ეს რომ მოხდეს უნდა დავყვეთ უზენაესის ნებას! თავისუფლება, ეს ღირსებაა, ეს იმას ნიშნავს,რომ ღმერთმა ადამიანს უთხრა, თავისუფალი ხარ, ანუ უდანაშაულო ხარ და ნუ შეცცოდავ და ნუ ჩაიდენ დანაშაულსო, ცოდვასთან ერთად ეს თავისუფლებაც დავკარგეთ, სამწუხაროდ, იმიტომ რომ დამნაშავე,ანუ ბოროტმოქმედი ვეღარ არის თავისუფალი, ის საკუთარი ცოდვების ტუსაღი ხდება, სამწუხაროდ ეს ყველა თანამედროვე ადამიანს გვეხება, ჩვენ არ ვართ თავისუფლები, ჩვენ საკუთარი დანაშაულებების თუსაღები ვართ. მხოლოდ ღმერთს აქვს ძალა და უფლება დაგვიხსნას ამ სატუსაღოდან, მაგრამ ეს რომ მოხდეს უნდა დავყვეთ უზენაესის ნებას!
14. კარგია,რომ ნიკა ჩერქეზიშვილის შემდეგ მიწევს ამ კომენტარის დამატება...
ურაკზე ნიკა ჩერქეზიშვილი ჩემი პირველი რჩეულია,უბრალოდ ყოველთვის ვენდობი მის გემოვნებას და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ მის აზრს... მათეზე კი არა ერთხელ მიმითითეს კომენტარებში:წაიკითხეო... ჰოდა,მეც ვკითხულობ და მიხარია, რომ არსებობთ. კარგია,რომ ნიკა ჩერქეზიშვილის შემდეგ მიწევს ამ კომენტარის დამატება...
ურაკზე ნიკა ჩერქეზიშვილი ჩემი პირველი რჩეულია,უბრალოდ ყოველთვის ვენდობი მის გემოვნებას და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ მის აზრს... მათეზე კი არა ერთხელ მიმითითეს კომენტარებში:წაიკითხეო... ჰოდა,მეც ვკითხულობ და მიხარია, რომ არსებობთ.
13. ადამიანს ჭეშმარიტად შეუძლია იყოს თავის უფალი.. სხვა საქმეა.. რომ.. ერთეულები წვდებიან მხოლოდ ამ სიმაღლეს.. ადრე დავწერე სადღაც - ჩემი მეგობარი სინას მთის მოსანახულებლად იყო შარშან ზაფხულს.. და იქ გამყოლმა უთხრა.. რომ.. ამჟამად მთაზე არიან მოსაგრე ბერები.. რომელთაც ესმით.. დღითა და ღამით.. განუწყვეტლივ.. როგორ ხმიანობენ მთები - წმინდა არს.. წმინდა არს.. წმინდა არს.. მე მჯერა - რომ ესმით.. მჯერა ნაღდად.. ეს დიდი სიმაღლეა.. მაგრამ მტებს ტავი დავანებოთ და თუ კაცს საკუთარი გულისთქმის მაინც გესმის.. რომელიც უფლისკენ მოგიწოდებს.. სიკეთისა და მარადიულობისკენ.. შეგიძლია ამ ცხოვრებაშივე ეზიარო თავისუფლებას და ამქვეყნადვე იყო თავის უფალი.. მე მახსენდება ერთი ცემი ნაწერი - მიდი, შენს თავში გამოგზავნილ ღმერთისგან კაცთან.. შენ ყოველთვის განსხვავებულად ხედავ და წერ.. მათე და მე მიხარია.. რომ.. ჩვენ ვხედავთ რაღაც სიკეთეს ერთმანეთში.. ადამიანს ჭეშმარიტად შეუძლია იყოს თავის უფალი.. სხვა საქმეა.. რომ.. ერთეულები წვდებიან მხოლოდ ამ სიმაღლეს.. ადრე დავწერე სადღაც - ჩემი მეგობარი სინას მთის მოსანახულებლად იყო შარშან ზაფხულს.. და იქ გამყოლმა უთხრა.. რომ.. ამჟამად მთაზე არიან მოსაგრე ბერები.. რომელთაც ესმით.. დღითა და ღამით.. განუწყვეტლივ.. როგორ ხმიანობენ მთები - წმინდა არს.. წმინდა არს.. წმინდა არს.. მე მჯერა - რომ ესმით.. მჯერა ნაღდად.. ეს დიდი სიმაღლეა.. მაგრამ მტებს ტავი დავანებოთ და თუ კაცს საკუთარი გულისთქმის მაინც გესმის.. რომელიც უფლისკენ მოგიწოდებს.. სიკეთისა და მარადიულობისკენ.. შეგიძლია ამ ცხოვრებაშივე ეზიარო თავისუფლებას და ამქვეყნადვე იყო თავის უფალი.. მე მახსენდება ერთი ცემი ნაწერი - მიდი, შენს თავში გამოგზავნილ ღმერთისგან კაცთან.. შენ ყოველთვის განსხვავებულად ხედავ და წერ.. მათე და მე მიხარია.. რომ.. ჩვენ ვხედავთ რაღაც სიკეთეს ერთმანეთში..
11. მოგიკითხე და მოგიფერე თბილო და ლამაზო ქალბატონო მოგიკითხე და მოგიფერე თბილო და ლამაზო ქალბატონო
10. მარაოსავით აიფარებს მდინარის ლერწამს... და თვალს ცრემლნაწურს, მაგრად დახუჭავს, რომ ტალღის ბრუნვით იოხოს გული .... სევდა მოიკლას.
რა ლამაზი ხედვა გაქვს მაიკო.... მოგიკითხე.... მარაოსავით აიფარებს მდინარის ლერწამს... და თვალს ცრემლნაწურს, მაგრად დახუჭავს, რომ ტალღის ბრუნვით იოხოს გული .... სევდა მოიკლას.
რა ლამაზი ხედვა გაქვს მაიკო.... მოგიკითხე....
9. გამიხარდა შენი დაბრუნება მაია.... :-* გამიხარდა შენი დაბრუნება მაია.... :-*
8. გილოცავთ ერთობ საინტერესო დასაწყისს!!! კარგი რამ უნდა გამოვიდეს, კოჭებში ეტყობა. (ეპიგრაფში კორექტურაა - ხალხათან) გილოცავთ ერთობ საინტერესო დასაწყისს!!! კარგი რამ უნდა გამოვიდეს, კოჭებში ეტყობა. (ეპიგრაფში კორექტურაა - ხალხათან)
7. ძალიან შენეულია... სხვისას რომ არ ჰგავს და არც არასოდეს დაემსგავსება! ხო, მაიკო, და ის მარგარიტა? მოუკუპრე პირი? :))))))))))))))) 5 ძალიან შენეულია... სხვისას რომ არ ჰგავს და არც არასოდეს დაემსგავსება! ხო, მაიკო, და ის მარგარიტა? მოუკუპრე პირი? :))))))))))))))) 5
6. \'\'..........ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას ნელა მიაპობს მშვენიერი ქალწულის ნავი. ოქროცურვილი მზის სეირნობა ცარგვალის თხემზე ოდნავ ცერად გადაივლის და.... ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას სადღაც წარიტანს...\'\'
რაღაც, ისე ცოცხლად აღქმადია, რომ დროში მოგზაურობის ეფექტი აქვს... თვითონ თხრობის ასეთი გადასვლები სხვადასხვა დროში_ ძალიან მიყვარს.. :) თემა - თავისუფლება - რა თქმა უნდა დიდი შესაჭიდი აგირჩევია, და მოსეს ისტორიასთან გადაკვეთაში ალბათ მართლა საიტერესოდ შეიძლება გაიშალოს, რავი,ასე მესახება..
\'\'მარაოსავით აიფარებს მდინარის ლერწამს... და თვალს ცრემლნაწურს, მაგრად დახუჭავს, რომ ტალღის ბრუნვით იოხოს გული .... სევდა მოიკლას.\'\'
\'\'ახლა რა?...ეს ფიქრი არც იყო, უფრო რაღაც უსაგნო ოცნება იყო... განწირულობის შეგრძნება რომ გინდა დაფარო და მით რომ იხანგძლივებ თავმოტყუების ხანას, ისე.....\'\' წარმატებები, ;;მათე;;! დ. :)
\`\`..........ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას ნელა მიაპობს მშვენიერი ქალწულის ნავი. ოქროცურვილი მზის სეირნობა ცარგვალის თხემზე ოდნავ ცერად გადაივლის და.... ნილოსის მწვანე ტალღის სუნთქვას სადღაც წარიტანს...\`\`
რაღაც, ისე ცოცხლად აღქმადია, რომ დროში მოგზაურობის ეფექტი აქვს... თვითონ თხრობის ასეთი გადასვლები სხვადასხვა დროში_ ძალიან მიყვარს.. :) თემა - თავისუფლება - რა თქმა უნდა დიდი შესაჭიდი აგირჩევია, და მოსეს ისტორიასთან გადაკვეთაში ალბათ მართლა საიტერესოდ შეიძლება გაიშალოს, რავი,ასე მესახება..
\`\`მარაოსავით აიფარებს მდინარის ლერწამს... და თვალს ცრემლნაწურს, მაგრად დახუჭავს, რომ ტალღის ბრუნვით იოხოს გული .... სევდა მოიკლას.\`\`
\`\`ახლა რა?...ეს ფიქრი არც იყო, უფრო რაღაც უსაგნო ოცნება იყო... განწირულობის შეგრძნება რომ გინდა დაფარო და მით რომ იხანგძლივებ თავმოტყუების ხანას, ისე.....\`\` წარმატებები, ;;მათე;;! დ. :)
5. ამას აუცილებლად მოვუბრუნდებიიი :) ამას აუცილებლად მოვუბრუნდებიიი :)
4. ვნახოთ, კარგად კი იწყებ, შენებურად ემოციურად, თბილად, სიტყვა-უხვად! დარწმინებული ვარ, მშვენიერი რამ გამოგივა - მჯერა შენი ნიჭიერების! მოგიკითხე და გისურვე დიდი მხნეობა! ვნახოთ, კარგად კი იწყებ, შენებურად ემოციურად, თბილად, სიტყვა-უხვად! დარწმინებული ვარ, მშვენიერი რამ გამოგივა - მჯერა შენი ნიჭიერების! მოგიკითხე და გისურვე დიდი მხნეობა!
3. და მაი,წინა რომანს არ გაგვიგრძელებ? ;;) და მაი,წინა რომანს არ გაგვიგრძელებ? ;;)
2. ამ იდეას რა ხანია ველოლიავები...;) და რა გამოვა, არ ვიცი..... გულისკანკალით ვდებ თქვენს სამსჯავროზე..... ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ამით დავბრუნებულიყავი....... გაგრძელებეც ალბათ იქნება..... ორ სულ სხვადასხვა რამეს შევეჭიდე და გაქაჩავ კია?...... ღვთის შეწევნითა და თქვენი მხარდაჭერით ვეცდები და ვნახოთ.....;) ამ იდეას რა ხანია ველოლიავები...;) და რა გამოვა, არ ვიცი..... გულისკანკალით ვდებ თქვენს სამსჯავროზე..... ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ამით დავბრუნებულიყავი....... გაგრძელებეც ალბათ იქნება..... ორ სულ სხვადასხვა რამეს შევეჭიდე და გაქაჩავ კია?...... ღვთის შეწევნითა და თქვენი მხარდაჭერით ვეცდები და ვნახოთ.....;)
1. მაიი,მოგიკითხე და ნაწერს მოგვიანებით წავიკითხავ :-* ახლა კი 5 ;;) მაიი,მოგიკითხე და ნაწერს მოგვიანებით წავიკითხავ :-* ახლა კი 5 ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|