 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 13 სექტემბერი, 2009 |
ჩემი საწერი მაგიდის ერთ-ერთ თაროზე პატარა, ხელოვნური ნატვრის ხე დგას, სხვადასხვა ქვით მოჭედილი. რამდენი ხანია აქ დგას, ალბათ წლები... მე კიდევ მხოლოდ ახლა მომინდა რომ დამეწერა მასზე, არა მასზე კი არა, იმ სურვილზე რაც მის ყველა ქვაში ჩავტიე ჩურჩულით, ლაზური მელოდიის ფონზე და შენ გამახსენდი... არადა წინა გახსენებიდან წამიც არ იყო გასული... მერე მივხვდი რომ უაზროდ მენატრები...
* * *
-ბარნ, გახსოვს ის ზღაპარი, მე რომ გიყვებოდი, მასში ორი გმირი იყო, აი სახელები კი აღარ მახსოვს... მგონი დოლი და მოლი ერქვათ...ერთი ეგოისტი იყო, მოლი... დარწმუნებული არაფერში იყო ბოლომდე და სულ მერყეობდა, ჰო კიდევ, ბედნიერების ფასი არ იცოდა მოლიმ... დოლის ასეთი უყვარდა როგორიც იყო, ბოლოს კი მობეზრდა და შორს წავიდა მისგან, ძალიან შორს... -მერე? რატომღაც აღარ მახსოვს იცი? -მერე? სიბრალული დასჩემდა უბედური მოლის მიმართ... მოლის კიდევ ეგონა რომ ბედნიერი იყო, ეგონა იმიტომ რომ თავს აჯერებდა, რა უცნაურია არა? მერე დოლის დაჯერებაც გადაწყვიტა მაგრამ... რა დაბნეულია მოლი...არადა პატარა სულაც აღარაა. ამიტომა ეღიმებოდა დოლის და ახალ თამაშს იგონებდა მოლის გარეშე... -ლაპასადიიიიიიიი, მაგადია დოლი, მევასება- იცინის -ამ ბოლო დროს მეც – მეც ვიცინი -ისე რამ გაგახსენა ახლა ეგ ზღაპარი? -დოლი ბედნიერია...
მერე სადენებში უცნაურ ხეზე და ბევრ ლაპასადიებზე იყო საუბარი, მეკიდევ აღარ მახსოვს, ან მახსოვს... მე თუ არა ბარნოს მაინც ემახსოვრება...
* * * იცი? ამბოლო დროს ლექსებს ვეღარ ვწერ, ამას ხშირად ვიმეორებ და მიხარია, ე.ი. მელანქოლიური განწყობა სადღაც მოვისროლე და თავს უჩვეულოდ კარგად ვგრძნობ. მე ხომ ყირამალა ვარ და არცაა მოულოდნელი რომ მარტო მასინ ვწერ კარგად, ისე ასე მეუბნებიან თორემ მე სულ არაფერი არვიცი. შეუსვენებლივ ცლაპარაკობ, შენ კი უაზროდ გეღიმება... -დაწერ -რა იცი? -შენი ცა მეღვრება მოლურჯო თვალებში...ო -ჰო, ბანალურად ვწერ -სხვებისთვის შეიძლება -იტყვიან, გავმხდარვარ ძალიან მარტივი... – ვიცინი -მე მარტივი მიყვარს ყველაფერი მერე მივხვდი რომ ისევ ისე შემომათენდა... ახლა აქ 9:30-ია, სულ რაღაც 2 საათით ჩამორჩები ჩემს შემოთენებას...
* * *
-ლაპასადიიიიიიიი -რა იყო რა გეტაკა? -რა თუ ვინ? -აჰა, დაჟე მასეც? ისევ ნაცნობი სიხორხოცე... -გოგო ახლა უნდა გავიდე, უცნაური ხე უნდა მოვინახულო, ის, ერთიცალი ფოთოლიც კი რომ არ აქვს, ტოტების ნაცვლად რაღაცეები ამობურცვია და იმ აქლემს წააგავს, ვიღაცამ სასაცილო არაბს, რომ მიუხატა , მერე კიდევ ულვაშებიანი მძინარა დაარქვა. - ხოოო, კაი ხოოოო, რეებს მიყვები, ისედაც მივხვდი, წაი წაი,-და აქლემზე ის მახსენდება, მთვრალმა, მთვალი ბარნოს ტანსაცმელები, კარგად გემრიელად რომ მოვჭმუჭნე ხელებში და ჩემი ჭკუით ლამაზად დავულაგე ე.წ. ნაჩნიკზე მეორე დღისთვის, ხო იმიტომ გამახსენდა ეგ რომ მეორე დღეს აქლემის დაღეჭილს უფრო გავდა ვიდრე დაკეცილს, არადა რამ გამახსენა ახლა ეს? რეავიცი – ხოდა რო მოხვალ უცნაური ხის ამბები მიამბე მერე... -აბა რას ვიზაააამ? ლაპასადიიიიიი, გავსქურე ახლა მე ...
ვირტუალური სადენებში კონტაქტი წყდება...
* * *
ახლა ღამეა და წვიმის წვეთებთან ერთად ჩემს ფანჯრებთან სიმშვიდემაც მოიკალათა. ყვავილები რომლებიც უკვე ხმობას იწყებენ, გადასაყრელად არ მემეტება...ოთახში ისევ ამოჩემებული ლაზური მელოდია ჟღეს და მე ისევ ისე უაზროდ მენატრება ჩემი ლაზი...
ახლა აქ 9:30-ია და სულ რაღაც 2 საათით ჩამორჩები ჩემს მონატრებას...
* * * -ლაპასადიიიიი!!!!!!!!!! ყირამალა მორიგი ზღაპრის მოლოდინშია აბუდაბიადან... :P :D
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მაგარიაააა... :) მაგარიაააა... :)
4. რა არის რააა ხალხს ვაფრთხობ თუ ვერ გავიგე =)) შემოდით დროზე და წაიკითხეთ ვაა =))) რა არის რააა ხალხს ვაფრთხობ თუ ვერ გავიგე =)) შემოდით დროზე და წაიკითხეთ ვაა =)))
3. sayvarelia, kak vsegda :) reavici, me momwons da... :) sevdac chans nawershi, magram ar imchnevs :) gaixare :-* sayvarelia, kak vsegda :) reavici, me momwons da... :) sevdac chans nawershi, magram ar imchnevs :) gaixare :-*
2. ჰა ჰა ჰააააა მაგადია მაგადიიი ლაპასიდიიიიიიიიიიი =))ხოდააა, სდენებში გიყვები იმ რარაცას =)) და ჩემი უფოთლო ხე უფრო მრტად მომწოოონს =))) :-* მიყვარხააარ გიჟოოოო ჰა ჰა ჰააააა მაგადია მაგადიიი ლაპასიდიიიიიიიიიიი =))ხოდააა, სდენებში გიყვები იმ რარაცას =)) და ჩემი უფოთლო ხე უფრო მრტად მომწოოონს =))) :-* მიყვარხააარ გიჟოოოო
1. საყვარელი ნაწერია..მომეწონა ძალიან... ავატარიც ძალიან მომწონს :) +2 საყვარელი ნაწერია..მომეწონა ძალიან... ავატარიც ძალიან მომწონს :) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|