ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: tekuna
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2009


ქაოსი... მე და შენ...

  ქაოსი... რა საშინელი სიტყვაა ! სიტყვა, რომელიც არეულობას მაჩვევს. უდრტვინველი მორჩილებით ვეგებები ბურუსს, სადაც ყველაფერი მერყევია.
  მე ვპოულობ ქაოსში წერტილს . ვამსგავსებ ჩემთვის სანდო სიმართლეს. ამ დროს კი  ბევრს ვფიქრობ ჩემზე. მეღიმება... იმიტომ, რომ გონება ჩემზე ფიქრს შენსაში ურევს და ეს უკვე ჩემეული ხდება. ვითვისებ და მიყვარს...
  სიტყვას საზღვარი აქვს, ჩემი ფიქრები კი უსაზღვროა და ისე ვიწამლები ამით, როგორც ყვავილით შეიძლება მოწამვლა. ჰაერში განზავებულ ჩრდილივით წარმოვიდგენ შენს სახეს. ზმანებას ჩემკენ ვუხმობ. რა საოცარია... როცა გხედავ, სწორედ მაშინ მინდა ვიგრძნო თავი ლამაზად და არა მაშინ, როცა სარკე მიყურებს.
  ვფიქრობ რომ  ვარ ბრმა. თითქოს ასეთად დავიბადე. რა ლამაზს შევქმნიდი ორ სახეს ჩვენსას... მერე შემიპყრობდა გაშტერება ისე ძლიერად, რომ ვეღარ ვიგრძნობდი ჩხვლეტას, მაგრამ მე ბრმა არ ვარ, ამიტომ მხოლოდ ჩვეული თვალხილულის წარმოსახვით გიხსენებ შენ,შენი სახე სულიერი განცდების ანარეკლია...
  ახლაღა ვხვდები,რომ ქაოსში ნაპოვნი წერტილი შენ ხარ და მე დაკარგვის აღარ მეშინია !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს