 | ავტორი: თათია ჟანრი: პროზა 14 სექტემბერი, 2009 |
მე იმ დღეს უკიდურესობიდან მონასკდომ ტალღას ველოდი, რომელიც მხოლოდ ჩემთვის მოასკდებოდა ნაპირს და ისევ ჩაინთქმებოდა იმავე უკიდურესობაში... მერე ვიგლოვებდი მის დაკარგვას, იმიტომ რომ იმ წამს ის მიყვარდა უჩვეულო, არარსებული სიყვარულით... მიყვარდა ტკივილამდე ყველაზე საზარელი, მძვინვარე, რომელმაც წინა დღეს სიცოცხლე გაიტაცა... მერე კი სიამაყით დათარეშობდა უკიდეგანო სივრცეში, თავის სამფლობელოში... მაინც მიყვარდა... მენატრებოდა... მიხაროდა მისი შხეფები რომ მეხიზნებოდა დროდადრო გულ-მკერდზე... მეკვროდა... მაშრებოდა... ვგრძნობდი, რომ მასაც არაადამიანურად ვუყვარდი... მეძახდა... კიდევ ერთი სიცოცხლე ვწყუროდი... ვუნდოდი უღმერთოდ, მე კი ჩავაცხრე... მივატოვე... ზურგი შევაქციე და არ გავყევი... დავინახე, როგორ შეასკდა იმ ადგილს, სადაც მე ველოდი, მერე კი იმედგაცრუებული უსასრულობაში ჩაინთქა... მე ვიცი, რომ ის ორგულია... სხვას შეიყვარებს იმავე გრძნობით, კიდევ გაიტაცებს სადმე სიცოცხლეს, ერთს, ორს... კიდევ და კიდევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვუნდოდი უღმერთოდ :)
კარგი თათია :) ვუნდოდი უღმერთოდ :)
კარგი თათია :)
4. რა საყვარლად \"ჩახატე\" ორგული ზღვა:)
რა საყვარლად \"ჩახატე\" ორგული ზღვა:)
3. ეხლა შენ გძინავს,ხოდა ავდგები და გაკოცებ შუბლზე!
პ.ს.ჩემი დაიკოა ეგ ბავშვი...თქვენი არ ვიცი და,მე ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს!
5! ეხლა შენ გძინავს,ხოდა ავდგები და გაკოცებ შუბლზე!
პ.ს.ჩემი დაიკოა ეგ ბავშვი...თქვენი არ ვიცი და,მე ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს!
5!
2. მე ვიცი, რომ ის ორგულია... სხვას შეიყვარებს იმავე გრძნობით, კიდევ გაიტაცებს სადმე სიცოცხლეს, ერთს, ორს... კიდევ და კიდევ...
ზღვას ყველა უყვარს... მე ვიცი, რომ ის ორგულია... სხვას შეიყვარებს იმავე გრძნობით, კიდევ გაიტაცებს სადმე სიცოცხლეს, ერთს, ორს... კიდევ და კიდევ...
ზღვას ყველა უყვარს...
1. შორს სევდაააა!!!!!!!!!!!!! შორს სევდაააა!!!!!!!!!!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|