რა გახდა ეს ჩემი ბაკალავრიატის დიპლომი რომ ვეღარ მივაკითხე უნივერსიტეტს და ავიღე? არა პრინციპში სულაც არ მჭირდება თუ არ ჩავთვლით რომ ჩემი დიპლომებისა და სიგელების გვერდით მისთვის ადგილი ცარიელია და შევსებას ელოდება. არადა იმ დანგრეულ ქუჩაზე ისე ვერ ავდიოდი როცა საჭირო იყო და ახლა ამ სიცხეში როგორ ავგორდე?... არა მაინც რას ავიკვიატე ახლა ეს დიპლომი? სამსახური არ ჩანს, რომ იქ დამჭირდეს, რომც იყოს რამე ვაკანსია მე ვინ მიმიღებს? ეხლა რომ ვმუშაობდე დეკრეტში უნდა გავდიოდე... არადა მეკუთვნის ეს დიპლომი და არ წამოვიღო?
ჯეოსელის ოფისი აქ კუთხეში მე რომ ვამთავრებდი მაშინ გაიხსნა, ესეც ნაცნობი ბისტრო, და კვლავ დანგრეული ასფალტი... სად მოვდიოდი ამ სიცხეში რა დამკარგვია აქ?.. (ეჰ, წსორედაც, რომ დამკარგვია მაგრამ არა დიპლომი...) ნაცნობი სასწავლებლის უფრო კარგად ნაცნობი კიბეები და ნაცნობი ლექტორების კარგად ნაცნობი სახეები ორაზროვანი ღიმილით... -როგორ ხარ ჩემო კარგო? გათხოვდი საყვარელო? რა საყვარელი მუცელი გაქვს რამდენი თვის ხარ? -... (მოდი და შენ ეხლა ამას აუხსენი როგორ მიატოვა 5 თვის წინ მოპოეტო მამამ თავისი, ალბათ მომავალში ესეც მოპოეტო ნაშიერი.)
არა ყველაფერი მესმის მაგრამ ის არ მესმის რატომ არ შეიძლება, რომ ცხოვრებაში ერთხელ უწვალებლად გამომივიდეს რამე? ალბათ ესეც ბედისა და სანაგვეზე გადაგდების ამბავია... დიპლომში მონაცემები შეცდომით ეწერა და როგორც გაირკვა ახალი დიპლომისათვის ლოდინი იანვრამდე მომიწევს...
იანვარშიც ერთად მოვალთ დე, ოღონდ ახლა უკვე ხელით ამოგიყვან და არა მუცლით... და გეტყვი: -დედი ნახე ეს ჯეოსელის ოფისია, ეს კი ნაცნობი ბისტრო, აქ რაღაც სასწავლებლებია , აქამდე რომ კოლეჯი იყო და დღეს რომ უნივერსიტეტი ქვია აი ისეთი... ეს მაგთიკომის ცენტალური ოფისია, აი დედიკოს რომ პატარა ლამაზი სათამაშო უჭირავს ხოლმე ხელში ამ შენობასთანაა დაკავშირებული... ეს კი ჩემი ყოფილი უნივერსიტეტის II კორპუსია, აი ეს კი I... იქით დიდი თეფშებია ხედავ? იმის იქით კი ძველი კორპუსი ნაცნობი ძველი კიბეებით... დედიკო იქ მხოლოდ რამდენჯერმეა ნამყოფი და კიდევ კარგი, რომ ასეა სწორედ ამიტომ ჰყავხარ დედას... მანდედან წამოგიყვანე... ვერ გაიგე ხომ ჩემო პატარავ? გაიზრდები და მოგიყვები აუცილებლად მოგიყვები და წაგიკითხავ ლექსებს ვთქვათ გრანელს და შენ მეტყვი: -რითი ვარ მასზე ნაკლები პოეტი? და მე გავბრაზდები შენს მოპოეტო მამაზე და თქვენს მსგავსებაზე... და თავს დავიმშვიდებ რომ ყველაფერში ალბათ არ დაემსგავსებოდი... შენც ხომ მასავით არ მიმატოვებ? არა ხო? ვიცი რომ ასეა ჩემო პატარავ...
და მაინც რაღა ჩემს დიპლომშია შეცდომა? კურსზე 120 ვიყავით და 1 შეცდომაა ისიც ჩემთან ესეც ბედია? რომ კიდევ ამოვიდე ნაცნობ ქუჩაზე?.. არ ვიცი მე მხოლოდ ის ვიცი რომ შუაგულ ზამთარში ნაცნობ ქუჩას კვლავ ვეწვევი შენთან ერთად ჩემო პაწაუნავ და ცხოვრებაში პირველად თავდახრილი ამოვივლი ნაცნობი დანგრეული ასფალტით დაფარულ ქუჩას, სწორედ რომ თავდახრილი რადგანაც არ მინდა შენი მოპოეტო მამის ცისფერ თვალებს სადმე წავაწყდე... და მაინც რაღა ჩემს დიპლომში?..
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|