ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2009


უპასუხო წერილები ფუნჯებს (ჩემი ან შენი)

ჩემი შვილი ჭორფლიანია
შენი შეღებილი ტანსაცმელივით
თვალები არ აქვს და
თმებით ხედავს დაკიდულ სიტყვებს
ქარისგან გამხმარს...
არა აქვს მკლავები
და ძილის დროს თავი მუხლებზე უდევს,
და მის მუცელში ჩალაგებულ სიზმრებს
ყოველღამე უჭირთ გაღვიძება.
და ხედავს ქუჩებს ცისფერი სამოძრაო ნიშნებით,
სადაც შენ შუქნიშანი ხარ,
და ყოველთვის კრძალავ.
ის ბრუნდება სახლში და
კარის საკეტში აგრძელებს ძილს
ჩატოვებულ გასაღებთან ერთად.
დილით როცა ის ახელს თმის ხვეულებს,
მისი ენა გრძნობს დღის სიმლაშეს,
და ყველა ტყუილს ღეჭავს ნელა,
დაღამებამდე...
და სვამს ექვსი თითით რძეს ლურჯი თეფშიდან,
დარჩენილი სამი თითით კი ისრუტავს ჰაერს
და შეგრძნებებს კვადრატებად ყოფს,
სადაც შენ თითქმის ყოველდღე
მის თვალებს ხატავ...,
ის კი შლის დარჩენილი რძის წვეთებით.
ჩემი შვილი ჭორფლიანია ,
უთვალებო,
არა აქვს მკლავები
და თმები სცვივა,
მუხლები კი დღითიდღე იცვლიან ფორმას.
სიზმრებს წრიულად ახვევს ...
ჩემი შვილი შენ არ გგავს,
არც მე...
ჭორფლიანია,
შენზე ფიქრის ატყვია ლაქები...
ჩემი შვილი ჩემი არ არი ...
შენია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები