 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2009 |
ნემსი,ძაფი ნაჭერი, მაკრატელო,გაჭერი!
აღუღუნდი,აგვირისტე გამართულო \'\'ვერიტაზო\'\'!* დედა ამბობს,ჭრა და კერვა აჩქარებას ვერ იტანსო.
ბებო ყვება თავისი გოგოობის ამბავს, ნელა,სვენებ-სვენებით,თან სახელოს ლამბავს.
მკერდზე ფონედ აუღეო,თადარიგობს ბებო, მალე დაუვიწროვდება,მერე ინანებო.
გულისპირის შესაფერი მოიძია ღილი, /რაღაც,თვალში არ მოსდის მკერდი გაღეღილი/.
მუხლისთავიც დავუფაროთ,დამიჯერე,სჯობსო, სათვალიოს ბევრი ავი თვალი სდარაჯობსო.
-დღეს მოდაში მინია,ძველ დროს რატომ ადრით? ბარემ კოჭიც დამიფარეთ და მატარეთ ჩადრით! -
- და სარკეში თავს უღიმის გოგო ირმისკანჭება. კაბა როგორ მოიხდინა,ო,როგორ იპრანჭება!
აივნიდან მალულად თვალს მოავლებს ბიჭებს. ნაწვიმარზე ერთი ბიჭი ლაღად მოაბიჯებს.
შენი ციცქნა საიდუმლო როგორ გათქვეს ჩიტებმა! მალე მთელი მთა და ველი შენთვის მოიჩითება.
ამ ჟღურტულს და ჟრუანტელს რა სჯობია,აბა! მზით გაცვითე, მზით გაცვითე ეს ახალი კაბა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. აზრები მაინც კარგია :) +5 აზრები მაინც კარგია :) +5
17. მეც უფრო საბავშვო და აქვე ნინოს კომენტარიც სემომეშველა ’’საგოგოოა’’. ეგრა კი! :) მეც უფრო საბავშვო და აქვე ნინოს კომენტარიც სემომეშველა ’’საგოგოოა’’. ეგრა კი! :)
16. საოცრად ლაღი და სიყვარულიანი ლექსია :) საოცრად ლაღი და სიყვარულიანი ლექსია :)
15. საინტერესოა და როგორც ყოველთვის განსხვავებული სუნთქვა იგრძნობა! 5 საინტერესოა და როგორც ყოველთვის განსხვავებული სუნთქვა იგრძნობა! 5
14. საყვარელი და ჟღურტულა ლექსია... საყვარელი და ჟღურტულა ლექსია...
13. საყვარელი და თბილი ლექსია :) +2 საყვარელი და თბილი ლექსია :) +2
12. სიმღერააა. მენატრებოდით. ბევრი მაქვს სათქმელი თქვენთან დავისვენებ და....
სიმღერააა. მენატრებოდით. ბევრი მაქვს სათქმელი თქვენთან დავისვენებ და....
11. მუხლისთავიც დავუფაროთ,დამიჯერე,სჯობსო, სათვალიოს ბევრი ავი თვალი სდარაჯობსო.
-დღეს მოდაში მინია,ძველ დროს რატომ ადრით? ბარემ კოჭიც დამიფარეთ და მატარეთ ჩადრით! -
მუხლისთავიც დავუფაროთ,დამიჯერე,სჯობსო, სათვალიოს ბევრი ავი თვალი სდარაჯობსო.
-დღეს მოდაში მინია,ძველ დროს რატომ ადრით? ბარემ კოჭიც დამიფარეთ და მატარეთ ჩადრით! -
10. ეეხ კაბას ვინღა იკერავს აბა?ვედრო მანეთი ყველგან...
ეეხ კაბას ვინღა იკერავს აბა?ვედრო მანეთი ყველგან...
9. ნემსი,ძაფი ნაჭერი, მაკრატელო,გაჭერი!
ნემსი,ძაფი ნაჭერი, მაკრატელო,გაჭერი!
8. , თქვენი ლექსები მიყვარს ,მაგრამ ეს არა. მართალია მეხუთე კომენტარის ავტორი , თქვენი ლექსები მიყვარს ,მაგრამ ეს არა. მართალია მეხუთე კომენტარის ავტორი
7. I like your problems and Cigarette ძვირფასო ! რომ იცოდეთ, ეს ლექსი რა ძველია! მაშინ ჩემი გოგონა თერთმეტ-თორმეტი წლისა იყო, (ახლა ოცდარვისაა). ვერმეერის \'\'მკერავები\'\' თუ გახსოვთ,იმ ნახატით არის შთაგონებული.მშვიდი,უკონფლიქტო, ჩამტკბარი... მას შემდეგ,( არც მანამდე) ასეთი რამ არც დამიწერია.ნამდვილი ლექსი -მოჟღურტულებაა. I like your problems and Cigarette ძვირფასო ! რომ იცოდეთ, ეს ლექსი რა ძველია! მაშინ ჩემი გოგონა თერთმეტ-თორმეტი წლისა იყო, (ახლა ოცდარვისაა). ვერმეერის \`\`მკერავები\`\` თუ გახსოვთ,იმ ნახატით არის შთაგონებული.მშვიდი,უკონფლიქტო, ჩამტკბარი... მას შემდეგ,( არც მანამდე) ასეთი რამ არც დამიწერია.ნამდვილი ლექსი -მოჟღურტულებაა.
6. ბებია გამახსენდა კაბას, რომ მიკერავდა ხოლმე :( მომეწონა ლექსი!!!- ძალიან თბილი მოგონებები აღმიძრა... ბებია გამახსენდა კაბას, რომ მიკერავდა ხოლმე :( მომეწონა ლექსი!!!- ძალიან თბილი მოგონებები აღმიძრა...
5. მე თქვენ სხვა ამპულაში ბევრად უფრო მომწონხართ. ეს კი შეფასები გარეშე. :) მე თქვენ სხვა ამპულაში ბევრად უფრო მომწონხართ. ეს კი შეფასები გარეშე. :)
4. მგონი დიდებისთვისაც სასიამოვნოდ იკითხება... მეც მომინდა ეგეთი კაბა... :) საყვარელია ლექსია რაღაცნაირი... ;) მგონი დიდებისთვისაც სასიამოვნოდ იკითხება... მეც მომინდა ეგეთი კაბა... :) საყვარელია ლექსია რაღაცნაირი... ;)
3. ჰო, თითქმის, ბექა ძვირფასო, ’’საგოგოოა’’. ჰო, თითქმის, ბექა ძვირფასო, ’’საგოგოოა’’.
2. გავხალისდი.. გავხალისდი..
1. ეს საბავშვოა ალბათ ხო? ეს საბავშვოა ალბათ ხო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|