ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფომანი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2009


ის რომ...

ის რომ ყველაფერი ილუზიაა,
სულაც არ არის ირონია,
ის რომ ყოველთვის მარტო იქნები,
სულაც არ ნიშნავს სიძულვილს,
თუ ყველაფერი თამაშია.
სიცილი ყველაზე ადეკვატური პასუხია,
თუ ყველაფერი მირაჟია,
გამოღვიძება ერთადერთი წამალია,
ყველაფერი გაქრება -
სიცილიც და სიყვარულიც
მაგრამ რაც დარჩება ბევრად უკეთესია...

ის რომ სიკვდილისა და ძილის გარდა
ყველაფერი გეზარება -
სიყვარულია, ოღონდ მდუმარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები