ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2009


მხოლოდ პოეზია

ვინ თვლის მერამდენე ღამე დავაღამე
ჩემი სიმარტოვე სადღაც დროებს მიაქვს,
ყველა დანარჩენი წასვლას გავატანე
და შენს მოგონებად დამრჩა პოეზია.

მხოლოდ პოეტი ვარ მეტი არაფერი
წერას განუწყვეტლივ ვიცი ვინც მაძალებს,
ჩვენი პლანეტიდან შენი არ გაფრენით
უკვე მერემდენედ მართლა ვიზარალე.

დროა უშენობას მივცე მომავალი
წვიმის ნაკადები ციდან ეშვებიან,
მაგრამ სამომავლოდ მაინც მოსავალი
მხოლოდ სიგიჟე და მხოლოდ ლექსებია.

ისე მენატრება ძველი არქივიდან
გულში შენახული ყველა დაპირება,
უკვე მოვძველდი და ვადა გამივიდა,
სისხლიც დამიწუნეს წუხელ ვამპირებმა.

დღეს ვის გააკვირვებ მარტო პოეზიით
ხალხი კოსმოსშია ცხრაჯერ გაფრენილი,
თითქოს ღამე მახვილ ისარს მიმიზნებდა
მხოლოდ ცალი თვალი ქონდა გახელილი.

მხოლოდ პოეტი ვარ,მეტი არაფერი,
ვინ თვლის მერამდენე ღამე გავაშავე,
წასვლა მოვინდომე,მაინც ვერ გავფრინდი,
ღმერთო მიპასუხე ხომ არ დავაშავე?

მაინც ვამჯობინე მიწა მშობლიური
ალბათ იმიტომ რომ უახლოესია,
შემრჩა სამომავლოდ ძველი მობილური
წინა ცხოვრებიდან მხოლოდ პოეზია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები