ახსოვს ქვაფენილს კახთ ბატონის ჯარის გუგუნი და ნაპერწკლები ოფლიანი ცხენის ფლოქვების; ხედავ, გომბორზე გაფუყული ნისლი სლუკუნებს და ეს გზაც მალე გრილი წვიმით გაილოკება.
- დიახ, ბატონო, ქართველი ვარ, მქვიან აითურ და ქართულ ცაზეც ტყუილად მაქვს მთვარე გაჩრილი, - მტვრიან ხავერდზე შეტოკდება ხმალი ბზარითურთ და აივანზე გადმოდგება თეკლას აჩრდილი...
ახსოვს სასახლეს აბჯრიანი ჯარის - იცოცხლოს, მეფე ერეკლემ იცოცხლოსო, მრავალჟამიერ!..
20.09.2009 წ. თელავი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|