ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
I თავი
დილაა...რვას აკლია ექვსად ექვსი წუთი.ზუსტად რვა საათზე,აი ის გაბზარულ მინიანი საათი,სკამზე winston-ის კოლოფის გვერდით რომ დევს,გულისწამღებად აწიკწიკდება და გააღვიძებს აი იმ ჯეელს,საწოლში პირქვე რომ არის ჩამხობილი და ღია პირიდან დორბლი გადმოსვლია.ხოდა ექვსი წუთი გაქვთ საიმისოდ,რომ ოთახში მიმოიხედოთ:დაახლოებით ოცი კვადრატული მეტრის ბუნაგი,საშუალოზე დაბალი, წვიმაჩამონაჟონი ჭერი,ჩამოხეული და უკანვე სკოჩით მიწებებული შპალიერი.საწოლის პირდაპირ,კუთხეში ძველისძველი,მინებჩალეწილი,სავარაუდოდ ამ ოთახის კანონიერი მეპატრონე ქალ(ბატონ)ის ბებიისთვის მზითევში გამოტანებული კარადა დგას.რას არ ნახავთ ამ კარადაში,წიგნებს,ტანისამოსს,დაობებულ და აყროლებ პურის ნატეხებს და პორნოჟურნალ max-ის მესამე ნომერს,ზედ ბაყვებგაშლილი,ყველაფერმჩენი ნაშის სურათი რომაა და წითელი ასოებით რომ აწერია:,,სოფოს ფუჩუ“... მაგიდაზე ბლომად დაყრილი(სწორედ რომ დაყრილი) აულაგებელი ჭურჭლის შემხედვარენი აუცილებლად,ასე ვთქვათ-ისქესებთ(ჩემი არ იყოს),რომ წუხელ აქ,ამ ღარიბულ სუფრაზე(ყველი და პური და მკერდიდან ახლად ამოგლეჯილი კეთილი გული რომ დევს ზედ),ლომთა პარადი ვერა,მაგრამ ტურათა პარადი ნამდვილად გამართულა სამეგრელოს რომელიღაც მთიანი სოფლიდან(იქიდან გახლავთ ეს ყმაწვილი კაცი)გამოგზავნილი კარალიოკის არყით... საწოლის თავზე,რომელიღაც წმინდანის ხატი,ჩარჩოს გარეშე,ლურსმნით არის მიჭედებული,ისე რომ ლურსმანი შიგ შუბლში აქვს გავლილი(ამ უპატიებელ მკრეხელობასთან ამ ჭაბუკს არაფერი აქვს საერთო,ეს ოთახი რომ იქირავა,ეს ამაზრზენი ფაქტი(შუბლგახვრეტილი ხატი) აქ დახვდა და ფაქტადვე ჩემორჩა დღემდე ამ ბუნაგს).ოთახში ოდნავი ნესტის სუნი….მაგრამ აი,აწიკვინდა მაღვიძარა,თორემ კიდევ მოგახსენებდით ერთ-ორ სიტყვას. სახედამანჭული ყმაწვილი ადგა და ბოქვენის ფხანით,ტრუსების ამარა გავიდა საერთო ტუალეტში,როგორც უკვე მიხვდით,მოსაშარდად(ანუ,მოსაფსმელად რა),სრულიად დარწმუნებული,რომ ასე ადრე არავინ შემოხვდებოდა კორიდორში…ასეც მოხდა.შეშინებულმა იმით,რომ ნაბახუსევზე ცივი წყლის სახეში შესხმა არ შეიძლება,სველი საჩვენებელი თითები ამოისვა თვალებზე და ამითი შემოიფარგლა. უკვე ჩაცმულმა,საწოლის ქვეშ შეყო ხელი,ტუფლს ეძებდა და ვიღაცის ბურდღიან ფეხებს მოეჭიდა,ფრიად გაკვირვებულს და ოდნავ შეშინებულს თავისი ძმაკაცი შერჩა ხელთ,რომელიც სახლში არ წასულიყო წუხელ და რომელსაც ასეთი წესი ჰქონდა:მთვრალს ან მაგიდის ქვეშ,ან საწოლის ქვეშ უყვარდა ძილი და მოსვენება…
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. აუ ჩვენი ძველი სცენარის გადაკეთებული ვარიანტი?
რომ იცოდეთ ახალაია პროზაშიც მაგრად უბერავს! აუ ჩვენი ძველი სცენარის გადაკეთებული ვარიანტი?
რომ იცოდეთ ახალაია პროზაშიც მაგრად უბერავს!
14. დიდი პროზაიკოსი დადგება შენგან მოხუცო.. :D
ყოველშემთხვევაში იმ პროზას "კონა ათ შაურად" რომ იწერება დღეს.. აჯობებ ბევრად.. დიდი პროზაიკოსი დადგება შენგან მოხუცო.. :D
ყოველშემთხვევაში იმ პროზას "კონა ათ შაურად" რომ იწერება დღეს.. აჯობებ ბევრად..
13. აგაშენა ღმერთმა, გავსკდი სიცილით. :)) აგაშენა ღმერთმა, გავსკდი სიცილით. :))
12. 10. გალის პლანი და 2 კაციანი? 2 ნაპასიანი მაინც გეთქვა შე დალოცვილო
დემეტრიუსი. 2009-09-21 23:34:32
ბიჭო,წელს ნაკელის დეფიციტი იყო გალში,რუსის ჯარმა შეჭამა სულ,ხოდა ვერ იხარა ფურკმა,სადღაა ორნაფაზიანი:)):))
სესილი,საშა აბაშელმა მოგაწოდა ხომ ეგ ინფორმაციაა?:)):))
ძმაკაცი იყო ჩემი:))გუსტავა ვაისმანიც:)) 10. გალის პლანი და 2 კაციანი? 2 ნაპასიანი მაინც გეთქვა შე დალოცვილო
დემეტრიუსი. 2009-09-21 23:34:32
ბიჭო,წელს ნაკელის დეფიციტი იყო გალში,რუსის ჯარმა შეჭამა სულ,ხოდა ვერ იხარა ფურკმა,სადღაა ორნაფაზიანი:)):))
სესილი,საშა აბაშელმა მოგაწოდა ხომ ეგ ინფორმაციაა?:)):))
ძმაკაცი იყო ჩემი:))გუსტავა ვაისმანიც:))
11. ….მაგრამ აი,აწიკვინდა მაღვიძარა,თორემ კიდევ მოგახსენებდით ერთ-ორ სიტყვას. :))
გაგრძელება:(ანუ სანამ სახედამანჭული ყმაწვილი ადგებოდა)
იქვე დგას კედელივით მაღალი და განიერი სარკე. ყმაწვილი განცვიფრებული იხედება შიგ. სახელი-გურგენ,გვარი-კამარელი.(ინჟინერი ანუ) :) კარგად იცის თავის საქმე,ღირსეულად ატარებს მოწინავე იდეების გაუბზარავ ჯავშანს.არის პოეტი(რამეთუ არის)გულში უნთია პატარა ფილოსოფიურო სანთელი და კმაყოფილია,რომ ეს სანთელი აშუქებს მსოფლშემეცნების დაბინდულ ბილიკებს,რომლებისგანაც აშენებულია ჩვენი მრავალფეროვანი,მრავალსახოვანი განუსაზღვრელი სამყარო. :))
და მთელი ეს ამბავი,დაწურული ფაქტოლოგიაა,რადგან ეხება ხვალინდელ დღეს. ხვალინდელი კი,უფრო მეტი რეალობაა და ფაქტი,ვიდრე გუშინდელი. Gustav Weismen. :P
გაგრძელება იქნება
P.S.,,ყველაფერმჩენი,,_ეს სიტყვა კი მაგარია,გურგენ :) ….მაგრამ აი,აწიკვინდა მაღვიძარა,თორემ კიდევ მოგახსენებდით ერთ-ორ სიტყვას. :))
გაგრძელება:(ანუ სანამ სახედამანჭული ყმაწვილი ადგებოდა)
იქვე დგას კედელივით მაღალი და განიერი სარკე. ყმაწვილი განცვიფრებული იხედება შიგ. სახელი-გურგენ,გვარი-კამარელი.(ინჟინერი ანუ) :) კარგად იცის თავის საქმე,ღირსეულად ატარებს მოწინავე იდეების გაუბზარავ ჯავშანს.არის პოეტი(რამეთუ არის)გულში უნთია პატარა ფილოსოფიურო სანთელი და კმაყოფილია,რომ ეს სანთელი აშუქებს მსოფლშემეცნების დაბინდულ ბილიკებს,რომლებისგანაც აშენებულია ჩვენი მრავალფეროვანი,მრავალსახოვანი განუსაზღვრელი სამყარო. :))
და მთელი ეს ამბავი,დაწურული ფაქტოლოგიაა,რადგან ეხება ხვალინდელ დღეს. ხვალინდელი კი,უფრო მეტი რეალობაა და ფაქტი,ვიდრე გუშინდელი. Gustav Weismen. :P
გაგრძელება იქნება
P.S.,,ყველაფერმჩენი,,_ეს სიტყვა კი მაგარია,გურგენ :)
10. გალის პლანი და 2 კაციანი? :)) 2 ნაპასიანი მაინც გეთქვა შე დალოცვილო :D გალის პლანი და 2 კაციანი? :)) 2 ნაპასიანი მაინც გეთქვა შე დალოცვილო :D
9. გალის პლანი? :)) გალის პლანი? :))
8. ყველი და პური და მკერდიდან ახლად ამოგლეჯილი კეთილი გული რომ დევს ზედ), ეს საიდან მოიგონე?კარგია ყველი და პური და მკერდიდან ახლად ამოგლეჯილი კეთილი გული რომ დევს ზედ), ეს საიდან მოიგონე?კარგია
7. ამ ღარიბულ სუფრაზე.....
სკამზე winston-ის კოლოფის
?????? რავიცი !არა,ვიცი,ვიცი...:)) :)) ამ ღარიბულ სუფრაზე.....
სკამზე winston-ის კოლოფის
?????? რავიცი !არა,ვიცი,ვიცი...:)) :))
6. ხოოო რავიცი აბა... :D ხოოო რავიცი აბა... :D
4. :)):)):)):)):)) :)):)):)):)):))
3. ბიჭოოოოოოოო..ცუდად ვარ. ბევრი ვიცინეეეე. ბიჭოოოოოოოო..ცუდად ვარ. ბევრი ვიცინეეეე.
2. 1. ანუ?
მზია სალვარიძე. 2009-09-21 22:11:53
ანუ გალის პლანი(ჩვენებურად ფურკი),კაააი ორკაციანი:)) 1. ანუ?
მზია სალვარიძე. 2009-09-21 22:11:53
ანუ გალის პლანი(ჩვენებურად ფურკი),კაააი ორკაციანი:))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|