-მოკლედ სანამ პიცას მოიტანენ მე ჩემს წვენს დავლევ და მოგიყვები ხო?... -მიდი დაიწყე, მე მოვწევ კარგი?... -მეც მინდა მაგრამ ანდრეას არ უნდა და... შენ მოწიე არაუშავს... მოკლედ აქ ვისხედით მე და სოფი აი იმ მაგიდასთან, ეხლა რომ ორი ღიპიანი ტიპი იღმურძლება, პიცას ველოდებოდით ფინჯანი ყავითა და ღერი სიგარეტით ხელში. სწორედ ამ დროს შემოვიდნენ ტატო, ზაზა და სოსო ჩვენ უკან მაგიდასთან დასხდნენ ისე რომ მე და ტატო ერთმანეთს ვუყურებდით სოფის ზაზას და სოსოს კი ზურგები მიეშვირათ ერთმანეთისათვის... მიმტანი მოიხმო და რაღაც შეუკვეთეს. ლუდი მაშინვე მიუტანეს დანარჩენს კი ჩვენი არ იყოს ელოდებოდნენ... ცოტა ხანს მიყურა, მერე ლუდის ბოთლი ზემოთ ასწია და ჩემსკენ გადმოხარა, მანიშნა გაგიმარჯოსო. გავბრაზდი ლუდით დამლოცა იმ იდიოტმა მეთქი ვუთხარი სოფის... გაატარე და მომიყევი რასაც მიყვებოდი მერე რას აპირებ უნდა ნახო ის მოპოეტო ტიპი და უტხრა ყველაფერი თუ არაო მკითხა... მოკლედ ჩვენ ვჭორაობდით ის კი მიყურებდა პიცა კი რატომღაც იგვიანებდა. ბართან რომ მივსულიყავი მისი მაგიდის წინ უნდა გამევლო არადა შემეძლო მიმტანისათვის დამეძახა მაგრამ ჩემი სხეულის დემონსტრირების საშუალებას აბა როგორ არ გამოვიყენებდი, ბართან ტანის რხევითა და კეკლუცობით მივედი დი და პიცის ამბავი ვიკითხე, უცბათ ვიღაც მომიახლოვდა და უკან დამიდგა ვერაფრით მოვახერხე მიტრიალება წამით გავშეშდი ვიგრძენი, მივხვდი ვინც იყო, თვალის გასწორება ვერ გავბედე თავი დავხარე და შემოვბრუნდი ძლივს მივედი და დავჯექი. ცოტა ხანში ჩვენს მაგიდას მიმტანი მოუახლოვდა ჩვენი შეკვეთილი პიცის გარდა კიდევ მეორე პიცა, ნამცხვარი ყავა, ალუბლის წვენით წითლად აღაჟღაჟებული 2 ჭიქა და 2კოლოფი "პარლამენტ ლაითი" დაგვიწყო, ყველაფერი იმ მაგიდიდანაა და გადახდილიაო გვითხრა და წავიდა... გაშტერებულები ვუყურებდით მე და სოფი ერთმანეთს მერე გავხედე გავუღიმე და მადლობა გადავუხადე. -ეგ ღიმილი 100 მაგდენი ღირს დიდი მადლობა მე, რომ შენი გულწრფელი ღიმილი მარგუნე. მითხრა და უარესად მომაქცია თავისი მომაჯადოვებელი გავლენის ქვეშ... მოკლედ სანამ იქ ვისხედით თვალს არ მაშორებდა მიყურებდა, მიღიმოდა და მხიბლავდა... მობინდდა ამასობაში და სახლში უნდა წავსულიყავი, სოფი იქვე დოლიძეზე ჩვენს დაქალთან რჩებოდა იმ ღამეს და მარტოს მიწევდა სახლისკენ წასვლა. გამოვედით პიცერიიდან და ტაქსის ლოდინი დავიწყე, ტატო და ბიჭები იქ დარჩნენ, როცა გამოვდიოდი იქ ისხდნენ... თუმცა მაშინ სახელი არც კი ვიცოდი. უცბათ შავი "BMW x6" გაჩერდა ჩემს ფეხებთან უკანა კარი გაიღო, სიღრმიდან და სიბნელიდან კი ნაცნობმა ხმამ მითხრა -დაბრძანდით გთხოვთ... დავჯექი, ტატო იყო... მადლობა გადავუხადე ყველაფრისათვის, ერთმანეთი გავიცანითსავით და ამასობაში სახლთანაც მიმიყვანეს... -დღეის შემდეგ ბედნიერი კაცი ვიქნები,- მითხრა მან,-რადგან ერთხელ მაინც გნახე ცხოვრებაში... შენს სახლთან ვართ, დაგემშვიდობები ჩვენ საქმე გვაქვს უნდა გავიდეთ.
გაშტერებული დავემშვიდობე არც ნომერი მკითხა, არც რამე სხვა უბრალოდ ათას სისულელეზე მესაუბრა გზაში და გაოგნებული დამტოვა სადარბაზოსთან...
-მერე რა მოხდა? -მერე რა მოხდა სახლში მოგიყვები გაიხედე პიცა მოაქვთ ეს ის პიცაა ტატოს რომ უყვარდა, ვჭამოთ და ვახსენოთ მისი სული დანარჩენს სახლში საღამოს მოგიყვები...
to be continued...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|