ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფომანი
ჟანრი: იუმორისტული
25 სექტემბერი, 2009


ფესვების სიღრმით....



თუ ხეს უნდა ცამდე ააღწიოს - მისი ფესვები თვით ჯოჯოხეთამდე უნდა ჩავიდეს....

                                                                                                        ნიცშე (ფრიდრიხა)



ახლა დასტური უნდა მაგიდას
რომ ეს ხელები მართლა ჩემია
ვურტყამ და ის კი კვნესის "რა გინდა?,
წადი ის ცემე ვინც საცემია"

და ვამბობ: როგორ, როგორ და როგორ?
საკუთარზე თავზე ხელი ავიღო?
შარშანწინ მყავდა მე ერთი გოგო
მაგრამ ვიცოდი ჩემი არ იყო!

და მაინც ველურ თრთოლვას ღამისას
(სიცივით უფრო და არა გრძნობით,)
ვატანდი კოცნას გიჟურ ხალისად
ახლა კი მოგონებებს ვეყრდნობი!

რომ ეს ნაჯღაბნი ნახონ და მერე
თქვან - დაიღუპა თავი სიურჩით,
და სუიციდის წინ რომ დავწერე
ის ლექსიც ნახონ ჩემს ძველ დღიურში!

რომ გაფრთხილებად დარჩეთ ყმაწვილებს:
ბიჭებო პირზე შეისხით წყალი,
და სანამ დროა სხვას დააწყვილეთ
თქვენი მკერდების მარცხენა მხარე!

თორემ სიმძიმე აწვება მხრების,
თორემ ურჩობა ბუნებას რისხავს,
არ გაგეზრდებათ ნანატრი ფრთები
თუ ვნების წყარო წყალს არ დაგისხამთ!

და თუ ზეცაში გწყურიათ აჭრა
ან პოეტობა ანდა მისნობა,
თქვენი სხეული აქციეთ ტაძრად
ხეც ხომ ფესვების სიღრმით იზრდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები