ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2009


პირველი კოცნა

პირველი კოცნა, პირველი ვნება...
გამომხატველი პირველი გრძნობის,
ამოუცნობი, უცხო შეგრძნება,
იდუმალება პირველი კოცნის.


ჩაბნელებული, ვიწრო ქუჩები,
აღტაცება და ოდნავი შიში...
ჯერაც ბავშვური, ნაზი ტუჩები,
და გულის ფეთქვა უსწრაფეს რიტმში.


პირველი კოცნა, გამბედაობა,
დაუვიწყარი, მარად უცვლელი,
გამოუცდელი და ცხოვრებაში,
ყველა კოცნაზე უფრო გულწრფელი.


პირველი ლამაზ გრძნობის დასტური,
პირველი კოცნის ნაზი შეგრძნება,
ერთი ფურცელი ჩემი წარსულის,
მუდამ ლამაზად გამახსენდება...





მორალი: ლამაზი მოგონებები ხშირად ლამაზ ოცნებებზე უფრო ტკბილია!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს