ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


ვერხვის ფოთოლი / გვანციოლას

დაზამთრებულა გარშემო ცივა,
გარემოს არ ჰფენს ნათელი მთვარის,
ცას თითქოს სიმწრის ცრემლები ცვივა,
დროდადრო ცივი დაჰქროლებს ქარი,

ქუჩაში არსით აღარ ჩანს არვინ,
ბეღურებიც კი არსად მღერიან,
დილას, საღამოს, დღისით თუ ღამით,
ლამაზ ვერხვის ქვეშ არვის ელიან,

მას შერჩენია მხოლოდ ეული,
ფოთოლი ყვითლად დამშვენებული,
მაგრამ დროდადრო ქარი წყეული
აგლეჯას ლამობს გაშმაგებული,

ფოთოლი ფიქრობს მოიქცეს როგორ
და ერთფეროვნად ტოტებზე ყოფნას
არჩევს ქარიშხალს ძლიერს მიენდოს,
შმაგს, თავქარიანს ის ირჩევს ყოფას.

ვერხვი კი მარტო გულამომჯდარი
მისტირის წარსულს და სიკვდილს ნატრობს...……
გამარჯვებული დღეს არის ქარი,
თავად კი რჩება სრულიად მარტო.

ხოლო ფოთოლმა აღარა იცის,
ბედის სიმუხთლეს არსით მოელის,
გარშემო მისი შრიალი ისმის,
უყვარს, ახარებს მის გულს ყოველი...

მაგრამ სულ მალე დადგება ჟამი,
გული ჩადგება კვლავ საგულეში...
მოულოდნელად გაქრება ქარი,
ფოთოლს დაალპობს ბინძურ გუბეში

ინანებს, მაგრამ გვიან იქნება,
ინანებს, თუმც დროს ვერ დააბრუნებს,
ცხოვრების ეს გზა თავად ინება
სიკვდილი მის ხმას სულ დაადუმებს

ვერხვი კი ელის შეწყდება თოვა,
გაზაფხული ხომ კარზე მომდგარა,
ბედნიერება ხელახლა მოვა,
შეიფოთლება და მის მომავალს

ემჩნევა მხოლოდ ფერმკრთალი ლაქა,
მოაგონდება ერთი, ობოლი
ვინც ცხოვრებიდან უკვალოდ გაქრა,
ბედს მინდობილი ნაზი ფოთოლი



                                  გუგა ჯავახიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს