ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2009


ტალღები

ზღვა ბობოქრობს და აწყდება ნაპირს,
თითქოს რაღაცით აღშფოთებული,
ტალღები ქვებზე იმტვრევენ თავპირს,
მრისხანებისგან აქაფებულნი,

რა უნდათ ნეტავ, რას დაეძებენ?!
ნეტავი სთხოვენ რას წუთისოფელს...
თითქოს არ ყოფნით და კვლავ ეძებენ
უმანკო, ლამაზ და ნორჩ სიცოცხლეს

რომ დაასრულონ იგი მორევში,
უკანასკნელი შეიგრძნონ სუნთქვა,
თითქოს არ ყოფნით მსხვერპლი ამდენი,
გაბოროტდნენ და გაავდნენ სოლმთლად...

მზე ჩადის წითლად სადღაც ზღვის ბოლოს,
და ანარეკლი ლიცლიცებს წყალზე
როცა ტალღები მშვიდდება მხოლოდ,
მშვენიერია უზომოდ, ძალზე...

მაგრამ თვალისთვის რაც ლამაზია,
სულ როდი ძალუძს გულს მისი ნდობა...
ზღვას ბობოქარს და ძლიერ ბრაზიანს
არ გააჩნია აღარა გრძნობა

გაივლის წლები, გაატანს წარსულს
ძველ მოგონებებს ძლიერ სევდიანს...
ტალღებს კი მშვიდად დადგომა არ სურთ
ისინი მორიგ მსხვერპლს კვლავ ელიან...



ვუძღვნი მსგავსი უბედური შემთხვევით დაღუპული ადამიანების ხსოვნას... :(

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს