ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2009


მონანიება

კვლავ დატრიალდა ბედის ბორბალი
და ყველაფერი გადაარჩია,
გული გაყუჩდა ფიქრში მომავლის
და კვლავ წარსულში ყოფნა არჩია

არც ტკივილი და არც სიხარული,
მშვიდი მიყოლა დროის დინებას...
მხოლოდ ფიქრები და სინანული,
და შეცდომების მონანიება

თეთრი ფურცლების ნაზი შრიალი,
და ამოგლეჯა ძველი ნაწერის
ბნელ ღამეს შეცვლის კვლავ დღე მზიანი
და ნამსხვრევები კვლავ შენაწები

იქცევა ისევ ერთ მთლიანობად,
კვლავ აენთება ტრფობის ლამპარი,
მოულოდნელად აგიზგიზდება,
ცეცხლი ოდესღაც თითქოს ჩამქრალი,

სიკვდილმისჯილი ტანჯვა, გოდება,
მკვდრეთით აღმდგარი ბედნიერება,
კვლავ მოუთმენლად რომ ელოდება
ძველ ნანგრევების კვლავ აღშენებას

სიყვარული გულს დაუბრუნდება,
ცხოვრების საზრისს კვლავ გადაარჩენს
ვიცი რომ არ მაქვს ამის უფლება
მორჩილად ველი მე შენს განაჩენს...

გულს კვლავ ნათელი მოეფინება
და ჩვენს მაგივრად დრო იტყვის შემდეგს,
და ეს გულწრფელი მონანიება
მჯერა მიაღწევს სასურველ შედეგს

მსურს დავივიწყოთ ძველი წუთები,
გულმა კვლავ ტრფობით დაიწყოს ძგერა...
ამის იმედით მე კვლავ ვბრუნდები,
ვბრუნდები ისევ... მიმიღებ მჯერა!..



                                      გუგა ჯავახიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს