ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


ჩრდილები

მათხოვე რა შენი ხელისგულები,
და მოვა თოვლი,
გაშლილ ოთხ ხელისგულს
ჯერ გააფიფქებს
მერე გააწვეთებს...
შეგშრობ წვეთებს ტუჩებზე
და გეტყვი როგორ
გახუნდა ჩემი ლილისფერი მოლოდინი...
არ დაგიმახსოვრებ
მე ღარ მინდა ვატარო ვინმე,
იარე ჩემთან ,
ჩემს გასწვრივ,
ჩემს ზემოთ,
ჩემს ირგვლივ,
იცი არ გვინდა გადაკვეთები,
არც ერთანეთში ჩარჩენა...
მათხოვე შენი ხელისგულები,
და მე მათზე მზის სხივებს დავთესავ...
მარცვლების სიქარვისფერეს კანზე დავიფენ
და გეტყვი წამო
შეუერთდეთ ტალღებს
და ვკოცნოთ ნაპირებს დაუსრულებლად....
მათხოვე შენი ხელისგულები,
და ჩავაგუბებ შენში ჩემს მდინარეებს,
და მერე ვიქნებით ღიაობა და გავედინებით
სხვა სივრცეებში,
და გავაჩენთ ჩვენში თევზებს,
რომლებიც ქვის ქვეშ დატოვებენ ჩვენს დაუბადებელ
სურვილებს...
მე შევაგროვებ ყველა სიტყვას,
და ყველა ბგერას
შენი ყურის ნიჟარაში ტალღებით დავუკრავ
ხვალ ფოთლები ითოვებს...
წამო ,ვიცეკვოთ...
ჩემი სიზმრების სიფერადეს ჩავიცმევ
ალბათ...
შენ კი უბრალოდ,
ძაან ცოტახნით,
მათხოვე რა ხელისგულები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები