ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


წოდებითი ბრუნვა


მოდი, მომიძებნე ზღვის ხმა,
თითი დააჭირე ”ენტერს”,
ფრთხილად გაკოცებ და... სისხამ
დილით დამიჯერე, მენდე,
ბუტაფორიაა მანდაც, -
მთელ ამ ვირტუალურ სივრცეს
სჯობს ზღვა დაივიწყო, ანდა
ბავშვებს საბრუნებლად მისცე:
ზღვა,
ზღვამ,
ზღვას,
ზღვის,
ზღვით,
ზღვად,
ზღვაო...
...და კვლავ უძილობა, ”კენტი”...
იმედს აღარ გასდის ვადა,
ჩვენ კი რა ხანია ყელთან
მხოლოდ წოდებითი გვადგას:
- ზღვაო,
ზღვაო,
ზღვაო,
ზღვაო,
სად ხარ?
სად ხარ?
სად ხარ?
სად ხარ?..”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები